Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2890
Title: საერთო საკუთრების ინსტიტუტი (შედარებით სამართლებრივი ანალიზი)
Authors: სილაგავა, სალომე 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: შედარებითი სამართალი
საკუთრების უფლება
საერთო საკუთრება საქართველოში
რეგისტრირებული ქონების მართვა
Issue Date: 2021
Abstract: 
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. წინამდებარე ნაშრომი ეხება საერთო საკუთრების ინსტიტუტს და განხილულია, როგორც საქართველოს, აგრეთვე სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მიერ მოცემული საკითხის რეგულირება. საერთო საკუთრებამდე განმარტებულია, ზოგადად საკუთრების მცნებაც, მისი კონსტიტუციურ სამართლებრივი მნიშვნელობა, სამოქალაქო სამართლთლებრივი გაგება როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხოურ კანონდმებლობაში. რა ადგილი უკავია ზოგადად საკუთრებას დამოუკიდებელ სახელმწიფოში და რამდენად არის იგი დაცული კონსტიტუციით, როდის ხდება მისი შეზღუდვა და არის თუ არა საერთოდ დასაშვები შეიზღუდოს საკუთრების უფლება, რომელსაც უმეტესობა ქვეყნებისა განიხილავს, როგორც აბსოლუტურ უფლებას.
ნაშრომში წარმოჩენილი და გაანალიზებულია ის საფეხურები, რაც განვლო საერთო საკუთრებამ, რა ისტორიული ეტაპები, საიდან იღებს მოცემული ინსტიტუტი სათავეს, რა ცვლილებები განიცადა მოცემულმა ინსტიტუტმა და როგორი სახით ჩამოყალიბდა თანამედროვე კანონმდებლობაში, რატომ ვერ ჰპოვა აღიარება ზოგიერთ ქვეყანაში და თუ რატომ იწვევს იგი სკეპტიკურ დამოკიდებულებას.
შედარება ძირითადად გაკეთებულია რომანული სამართლის ოჯახის სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გამოხატულია ის ხარვეზები რასაც შეიცავს აღნიშნული ინსტიტუტი და რა პრობლემებს წარმოშობს იგი თანამესაკუთრეებს შორის, რა იწვევს სამართლებრივ დავებს, არის თუ არა კანონმდებლობაში რაიმე ცვლილების შეტანით საშუალება შედარებით გამარტივებული იყოს თანამესაკუთრეებისთვის საერთო საკუთრებით განპირობებული პრობლემური ურთიერთობები.
ნაშრომის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ საერთო საკუთრება, როგორც საქართველოში, აგრეთვე სხვა ქვეყნებში თანამესაკუთრეებს შორის წარმოშობს მრავალ პრობლემას, თანამესაკუთრეებს შორის უთანხემობას, რასაც ხშირად სამართლებრივ დავებამდე მივყვარავართ. აღნიშნული პრობლემები განპირობებულია, როგროც ადამიანის ბუნებით, აგრეთვე გარკვეული ხარვეზებით, რომელსაც ვხვდებით სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში.
კვლევის პროცესში ნაწილობრივ გამოყენებულია შედარებითი მეთოდი, პარალელები გავლებულია ძირითადად ევროპული კერძო სამართლში საერთო საკუთრების რეგულირებასთან. ნაშრომის მიზანია, გამოკვეთილ იქნეს ის საერთო ხარვეზები რაც ახასიათებს, ზოგადად საერთო საკუთრების ინსტიტუს, მოცემულია საერთო საკუთრებით წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები, უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

In Georgia as in the world, the proprietorship is one of the most important rights. The present work is about the common ownership institute and regulation of the matter by Georgia and other countries’ legislation as well. Before common ownership, general ownership precept is also explained, its constitutional-legal meaning, civil-legal understanding in Georgia and also other countries’ legislation. What place does ownership generally holds in an independent government and to what extent is it protected by the constitution, when it gets limited and if limiting proprietorship rights is at all permissible, that is considered the absolute right in most countries.
In the work covered steps of the common ownership is presented and analyzed, historical stages, from where the mentioned institute comes from, what changes did the institute go through and how did it form in modern legislation, why could not it achieve recognition in some countries and why does it cause skeptical attitude.
The comparison is mainly done to the other countries of Roman law family and USA as well. It is expressed what faults the institute contains and what problems does it cause between joint owners. What causes legal disputes, if it’s possible to make any changes in legislation to simplify problematic relationships caused by common ownership between joint owners.
The topicality of the work is conditioned by that in Georgia and other countries common ownership causes many problems and disagreements between joint owners that often lead to legal disputes. The mentioned problems are conditioned by human nature and also certain faults in various legal systems. During the research comparison method is used, parallels are drawn mainly with European private law and common ownership regulation in the countries to be discussed.
The aim of the work is to demonstrate common fault - characteristic to common ownership institute in general, ways of solving problems caused by common ownership are given based on foreign country legislation and court practice comparative analyzes.
URI: https://openscience.ge/handle/1/2890
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Salome Silagava Samagistro.pdfსაერთო საკუთრების ინსტიტუტი (შედარებით სამართლებრივი ანალიზი)819.78 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

169
checked on Apr 25, 2024

Download(s)

986
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.