Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2888
Title: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
Authors: ყვავაძე, მაგდა 
Advisor: ლილუაშვილი, გია 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Issue Date: 2021
Abstract: 
იურიდიულ ლიტერატურაში დაუსწრებელ წარმოებას უწოდებენ ,,გამარტივებულ პროცედურას“, ეს არის გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძვნება გამოუცხადებლობას და სასამართლოს მიერ არ ხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა.დაუსწრებელი გადაწყვეტილება ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავიდან იქნეს არიდებული საქმის გაჭიანურება, რომელსაც ხშირად არაკეთილსინდისიერი მხარე ცდილობს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი საყურადღებო და სადავო ინსტიტუტია, შესაბამისად, ხშირად არის მსჯელობის საგანი. ჩემი კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI-ე თავში.
როდის არის შესაძლებელი ან დაუშვებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რატომ უნდა გაუქმდეს უკვე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნულ ნაშრომში გადმოცემულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ანალიზი, ამასთანავე მრავლად არის მოცემული სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა.

In legal literature trial in absentia is called ,, summary judgment”. It is a decision, made against the person, who is not physically present and tendered evidence is not studied by the court.
Default judgment is a very important tool and can avoid retrial, chich is often unfairly attempted by litigants. Default judgment is one of the most considerable and disputed institutions of Civil Procedure Code. Accordingly, is often a point of i ssue. Thus, my case study represents the legal basis of default judgment and analysis of case law, considered in Civil Procedure Code of Georgia, chapter XXVI.
When the default judgment is possible or inadmissible and why already passed judgment has to be recalled. In thos work it is indicated theoretical, as well as practical analysis of default judgment and also given a lot of examples of judicial practice of all three instaces.
URI: https://openscience.ge/handle/1/2888
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Magda Kvavadze Samagistro.pdfდაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი621.88 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

177
checked on Apr 24, 2024

Download(s)

2,452
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.