Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2885
Title: კორპორაციული მართვა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში
Authors: ქევხიშვილი, თამთა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
კორპორაციული მართვა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი
საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები
Issue Date: 2021
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია კორპორაციული მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები საქართველოში, იმ საწარმოებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით. ნაშრომი არ შეეხება ისეთ საწარმოებს, სადაც წილობრივი მონაწილეობა გააჩნიათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების კორპორაციული მართვის საკითხი აქტუალობას არ კარგავს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ისინი ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე განსაკუთრებულ გალენას ახდენენ და მათი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად დაკავშრებულია სახელმწიფოს ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობის საკითხთან.
ნაშრომის ფარგლებში, საკითხი გაანალიზებული, როგორც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ნორმებზე, ისე სხვადასხვა ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც გვთავაზობენ მსგავსი ტიპის საწარმოების მართვის საუკეთესო პრაქტიკას.
საკითხის სიღრმისეულად და პრაქტიკული თვალსაზრისით შესწავლისთვის, ნაშრომში გაანალიზებულია ასევე კონკრეტული საწარმოების კორპორაციული მართვის მაგალითები და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებები, განსახილველ თემასთან დაკავშირებულ, კონკრეტულ საკითხებზე.
ნაშრომში გამოყოფილია ის ძირეული საკითხები, რომლებიც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და მეტნაკლებად მნიშვნელოვან გავლენას ახდეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა გამართულ ფუნქციონირებაზე და შესაბამისად, მათ დადებით გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
მაშასადამე, ქვემოთ მოცემულ თავებში განვიხილავთ სწორედ კორპორაციული მართვის საკითხს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მის მნიშვნელობას სამეწარმეო სამართალში.
ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის მიმოხილვას და ჩამონათვალს.

The thesis analyzes the theoretical and practical aspects of corporate governance in Georgia for enterprises established with state equity participation. The paper does not apply to enterprises where local self-government bodies have a shareholding.
The issue of corporate governance of enterprises established with state equity partnership, does not lose its relevance due to the fact that they have a special impact on the economic climate of the country and their functioning is significantly related to the efficiency of spending the state financial resources.
In the framework of the thesis, the issue is analyzed based on the norms of the Law of Georgia on Entrepreneurs, as well as studies of various national non-governmental and international organizations, which offer best practices in the management of similar enterprises.
For an in-depth and practical study of the issue, the paper also analyzes examples of corporate governance of specific enterprises and court decisions related to their activities on specific issues related to the topic.
The thesis highlights the issues, which contain some shortcomings and have a more or less significant impact on the proper functioning of enterprises established with state equity participation and consequently, their positive impact on the country's economic development.
Therefore, in the following chapters, we discuss the issue of corporate governance in enterprises established with state equity participation, the problems associated with it and its importance in entrepreneurial law.
The paper includes a summary, table of contents, introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and review and the list of literature.
URI: https://openscience.ge/handle/1/2885
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamta Kevkhishvii Samagistro.pdfკორპორაციული მართვა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში840.36 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

130
checked on Apr 23, 2024

Download(s)

99
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.