Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2881
Title: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
Authors: კაპანაძე, გიორგი 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
ფულის გათეთრება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Issue Date: 2021
Abstract: 
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის დანაშაულებრივი საქმიანობის განსაკუთრებით კომპლექსური სახეობა. აღნიშნული დანაშაულის ფესვები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის, თუმცა გლობალიზაციის განვითარებასთან ერთად ფულის გათეთრების მასშტაბი არნახულ სიმაღლეზე ავიდა. დღეისათვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო, შესაბამისად, ჭუჭყიანი ფულის ლეგალიზაციის სქემები ძირითადად ტრანსნაციონალური ხასიათისაა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოც ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად მიიჩნევა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ფულის გათეთრების კრიმინალიზება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ნორმის სახით განისაზღვრა 2006 წელს, სსკ-ის 194-ე მუხლში. ამ დროიდან მოყოლებული სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო დანაშაულის ამ მნიშვნელოვანი სახეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას.
ნაშრომში განხილულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის არსი, მისი წარმომშობი და ხელის შემწყობი პირობები, მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური საშიშროება, აგრეთვე გამოკვლეულია აღნიშნული დანაშაულის იურიდიული ბუნება, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სწორი და სწრაფი განვითარებისთვის. ნაშრომის ფარგლებში მიმოხილულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზები და მეთოდები. ზემოაღნიშნული დანაშაულის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული დანაშაულის კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებაზე, ფულის გათეთრება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული პირის მიერ აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ნაშრომში აგრეთვე გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით.

Legalization of illegal income is one of the most complex type of criminal activity. The roots of the above mentioned criminal activity comes from the medieval period however according to the development of globalization, money laundering reached its greatest scales.
Legalization of illegal income is one of the common problem all over the world today, and accordingly such kind of dirty money becomes transnational problem. Take into account above mentioned, Georgia is considered as one of the attractive country for its geopolitical location.
Money laundering as a criminal act adopted in Georgian Criminal Code in 2006 (article -194). Upward from this time, Georgia is actively involved against money crime using its international experience.
Thesis is about legalization of illegal money, how it was originated and what are its contributing conditions, it is also studied the socio-economical threat of this kind of criminal act, as well as its legal nature. Whereas fighting strategy of the country against illegal money is the most important for the fast and rapid development of the country. Within the work there are considered the ways and methods of illegal income legalization. Consideration above mentioned the main attention is focused aggravating circumstances of the crime, also using employment status for money laundering, in this case this applies as well as public person and a person employed in private sector too. The work is touches and analyses experiences and other fighting methods against illegal money laundering of other countries.
URI: https://openscience.ge/handle/1/2881
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Kapanadze Samagistro.pdfუკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით924.46 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

119
checked on May 1, 2024

Download(s)

147
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.