Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2880
Title: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას
Authors: შაუთიძე, გვანცა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
საპროცესო კანონმდებლობა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
Issue Date: 2021
Abstract: 
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღითიდღე იმატებს რისკი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არამართლზომიერი ჩარევის კუთხით. ეს არის ის ძირითადი უფლება, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მეთხუტმეტე მუხლი იცავს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლების მთავარი გარანტი კი სახელმწიფოა. განსაკუთრებული რისკი დგას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში, რათა არ მოხდეს ისეთი ინფორმაციის მოპოვება და შენახვა, რომელიც ფუნდამენტურად დაარღვევს კონსტიტუციის მეთხუტმეტე მუხლს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისას დაცული უნდა იყოს პირის პირადი მონაცემების, ოჯახური ცხოვრების, მიმოწერების, სატელეფონო საუბრის მოსმენისგან დაცულობის უფლება.
2012 წელს გამოქვეყნებულმა ე.წ ,,ციხის კადრებმა“, ნათლად აჩვენა თუ რაოდენ დიდი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობაში და არსებული სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვლილიყო. ევროკავშირის რეკომენდაციაც მიმართული იყო სახელმწიფოში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც განახორციელებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლს. სასამართლოს როლიც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმეში, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას. ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს ძლიერი სასამართლო ინსტიტუტი, სადაც მოსამართლეები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, არ მოექცევიან მაღალი თანამდებობის პირების გავლენის ქვეშ და მაქსიმალურად ეცდებიან მხოლოდ ის შუამდგომლობა დააკმაყოფილონ, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოში უსაფრთხოების დაცვის მისაღწევად.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც პროცედურულ ნაწილში ირღვევა, როგორც იმ პირის უფლებები ვის მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები, ასევე მესამე პირების მიმართაც, რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან საერთოდ არ აქვთ კავშირი, თუმცა უშუალო კონტაქტი აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედების ადრესატთან. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს, განიხილოს ის რისკები, რაც თან ახლავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლებას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია სახელმწიფოს აღნიშნული ფაქტების თავიდან აცილების კუთხით. ნაშრომში აღწერილია სახელმწიფო ინსპექტორის როლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის შექმნა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დაკმაყოფილებული თუ დაუკმაყოფილებელი შუამდგობლობების შესახებ.

With the development of technology, the risk of illegal interference with the right to privacy is increasing day by day. This is a fundamental right protected by the constitution of Georgia (Paragraph 15). The main guarantee of the right to privacy is the state. There is a particular risk in conducting covered investigations in order to avoid obtaining and storing information that will fundamentally destroy the Constitution (Paragraph 15). In case of inviolability of private life, the right of protecting personal data, family life, correspondence, listening to telephone conversations must be protected.1
The so-called "prison videos" published in 2012 clearly showed how much change was necessary in the legislation and the existing system had to be changed from beginning to end. The EU recommendation also addressed the needs for an independent, state-run body to oversee hidden investigative activities. The role of the court is also very important in this case, as it depends on whether it will satisfy the prosecutor's mediatory activities to launch a covered investigation.
It is necessary to have a strong judicial institution in the country, where judges will make decisions independently, will not be influenced by high-ranking officials and will try their best to satisfy only those mediatory actions that are necessary to achieve security in the state.
In the process of conducting covered investigative actions, there are frequent cases when the procedural part is violated, as the rights of the person against whom the mentioned measures are carried out, as to third persons who have no connection with the case at all, but have direct contact with the addressee of the covered investigative action.
The purpose of this issue is to discuss the risks associated with the right to privacy in conducting covert investigative actions. What legal levers does the state have in terms of avoiding these facts. The issue describes the role of the state inspector in conducting hidden investigative actions. A very important step is the creation of a register of covert investigative actions by our country, which annually publishes statistics on satisfied or unsatisfied mediatory activities based on hidden investigative actions.
URI: https://openscience.ge/handle/1/2880
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gvantsa Shautidze Samagistro .pdfპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას689.06 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

125
checked on May 1, 2024

Download(s)

174
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.