Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2878
Title: დერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან
Authors: ბახტაძე, გოგიტა 
Advisor: ლილუაშვილი, გია 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქართული სამართალი
დერივაციული სარჩელი
სასამართლო პრაქტიკა
გერმანულ-ამერიკული მოდელი
Issue Date: 2021
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „დერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან“. დერივაციული სარჩელის და მისი თავისებურებების შესწავლა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი სამეწარმეო სამართლის ნაწილია, იმ სამართლის, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდანაც. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის უცხოელ ინვესტორთა საკმარისი რაოდენობა. ინვესტიციების განხორციელებისაგან თავის შეკავების ერთ- ერთ მთავარ მიზეზად კი არასტაბილური სამართლებრივი გარემო მიმაჩნია, რომელიც ხელს უშლის გრძელვადიანი ბიზნეს პროგნოზებისა და გეგმების დასახვას.
დირექტორის მიერ კეთილსინდისიერების, ერთგულებისა და გულისხმიერების მოვალეობის შესაძლო დარღვევისთვის კომპანიები საკუთარი დირექტორების წინააღმდეგ ხშირად მიმართავენ სასამართლოს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს შემთხვევას, კონკრეტულად ვინ შეიძლება, რომ ასეთი სარჩელი წარადგინოს - დირექტორატის წევრმა, სამეთვალყურეო საბჭომ, ცალკეულმა პარტნიორმა ან პარტნიორებმა. სარჩელი, რითაც კომპანია დირექტორის წინააღმდეგ აწარმოებს სასამართლო დავას ხშირად მოიხსენიება, როგორც დერივაციული სარჩელი, რომლის წარმოქმნა შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობოს. სწორედ ამიტომ, დერივაციული სარჩელის მიმოხილვისას, როგორც აქციონერთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, აუიცილებელია პროცესუალური საკითხების განხილვაც. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების
შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება, რაშიც დიდ როლს თამაშობს გერმანული სამართლის პრაქტიკა და მიდგომები.
სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია დერივაციული სარჩელის თავისებურებების განხილვა ქართული და გერმანულ-ამერიკული მოდელის ფარგლებში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2878
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gogita bakhtadze sSamagistro.pdfდერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან629.25 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

296
checked on Apr 29, 2024

Download(s)

1,471
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.