Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2877
Title: სტაჟირების ფუნქცია შრომით ურთიერთობებში
Authors: იოსელიანი, თეონა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: შრომითი ურთიერთობები
სტაჟირება
სწავლება,გამოცდილების მიღება
საქართველოს შრომის კოდექსი
Issue Date: 2020
Abstract: 
სტაჟირება შრომით ურთიერთობებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.სტაჟირების მთავარი ფუნქციაა, არა დასაქმება, არამედ სწავლება,გამოცდილების მიღება, თუმცა ამავდროულად სტაჟირება არ გამორიცხავს დასაქმებას. სამაგისტრო ნაშრომი შეეხება სტაჟირების დეფინიციას, ფუნქციას, მიზნებს. ნაშრომში, განხილულია საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში სტაჟირება. ასევე განხილულია სტაჟირების ცნება საერთაშორისო ორგანიზაციებში. სტაჟირება, დასაქმების პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზაა, ამასთან გამოცდილების დაგროვების საშუალება. სტაჟიორის უფლებების და მოვალეობების განსაზღვრა, სამართალურთიერთობის მიზნების დადგენა და სტაჟირების მოლოდინები არ უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე ეს რეალურად არის. ამასთან, მნიშვნელოვანია არაანაზღაურებადი და ანაზღაურებადი სტაჟირების განსაზღვრა. არაანაზღაურებად სტაჟირებას განვიხილავ დისკრიმინაციის ფარგლებში.ვმსჯელობ, არსებულ პრაქტიკაზე.
სტაჟირების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია დრო, რადგან სტაჟიორები ძირითადად სტუდენტები არიან და მათთვის მთავარია დროის სწორად გადანაწილება. სტაჟირების დრო და ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შეუსაბამოდ დიდი და რაც მთავარია ის უნდა ატარებდეს ტრენინგის, სწავლების ხასიათს, რათა არ მოხდეს დასაქმებულის ფუნქციების სტაჟიორზე დაკისრება. სტაჟირების ხელშეკრულება უნდა იყოს უცილოდ წერილობითი ფორმის, რადგან მასში ზუსტად მოხდეს ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, ასევე სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟირების დამადასტურებელი ფურცლის გაცემა. თუმცა სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟირების დამადასტურებელი ფურცლის გაცემა, შრომით ურთიერთობების პრაქტიკაში, არ ხდება.
სტაჟირების ხელშეკრულება პრაქტიკულად სიახლე არ არის თუმცა სიახლეა მისი განსაზღვრა საქართველოს შრომის კოდექსში. შესაბამისად ნაშრომში ვმსჯელობ, სტაჟირების როლზე შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში.
სამაგისტრო ნაშრომში გამოყენებულია შემდეგი კვლევის მეთოდები, რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 203 რესპოდენტი და თვისობრივი, გამოიკითხა 3 სტაჟიორი საქართველოში და 2 გერმანიაში. კვლევა მოიცავს საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების არსებულ მონაცემებს და ჩაღმავებულ ინტერვიუს. გამოკითხვის მიზანი იყო, შეგვეფასებინა სტაჟირების ფუნქცია, არსებული პრაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარე.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე გამოიკვეთება სტაჟირების ფუნქციის მნიშვნელობა, ეფექტურობა. შრომით უთიერთობებში, მისი მიზანი და აუცილებლობა ასევე შედარების ანალიზითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილი სტანდარტის განხილვით შევაფასებ, თუ რამდენად ეფექტურია ცვლილებები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2877
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Teona Ioseliani Samagistro.pdfსტაჟირების ფუნქცია შრომით ურთიერთობებში1.03 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

201
checked on Apr 30, 2024

Download(s)

1,043
checked on Apr 30, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.