გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2869
სათაური: საბაჟო საქმიანობის მიზნები და პრობლემები საქართველოში
Goals and problems of customs activities in Georgia
ავტორები: ნასყიდაშვილი, ჯაბა 
Naskidashvili, J. 
ხელმძღვანელი: ლიპარტელიანი, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საბაჟო საქმიანობა
საქონლის დეკლარირება
საბაჟო საზღვარი
საბაჟო სამართალდღვევის ფაქტები
საქონლის საბაჟო ღირებულება
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი საბაჟო საქმიანობის მიზნები და პრობლემები საქართველოში შეეხება საბაჟო ორგანოების მახასიათებლებს, ძირითად საბაჟო დოკუმენტებს, საქონლის დეკლარირების თავისებურებებს საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციის ფორმებს, სახეებს, წარდგენის, რეგისტრაციის, შესწორების და გამოთხოვის თავისებურებებს. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა საბაჟო საქმიანობის თავისებურებები, ინტეგრირებული ტარიფების გამოყენების მეთოდები. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმების შემთხვევაში რისკის კიტერიუმებთან და შესაბამის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით გავეცნოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციები. ჩატარებული კვლევის საგნია საქართველოს საბაჟო სისტემის სრულყოფის ძირითადი მიმართულებების კვლევა. კვლევის ობიექტია საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ ლოგისტიკური ბიზნეს-კომპანიების მიერ საქონლის საზღვარზე გადატანის და საბაჟო ოფისებთან მათი ურთიერთობის პროცესში ხშირია შეფერხებები/დაყოვნებები ავტომატიზაციის და დროული კომუნიკაციის არარსებობის გამო საბაჟო ოფისებს შორის. ამის შედეგად საბოლოო მყიდველებიც ხშირად დაგვიანებით ღებულობენ საქონელს.ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ელექტრონული საბაჟო მონაცემების გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს შორის.

The objectives of our master's thesis and the problems of customs activities in Georgia relate to the characteristics of customs authorities, basic customs documents, features of declaring goods at the border, forms of customs declarations, types, peculiarities of filing, registration, correction and inquiry. Our goal was to study the specifics of customs activities, methods of applying integrated tariffs. Therefore, I think the research topic is relevant for us. The purpose of the study is to show that when registering goods using customs declaration of goods, it is necessary to familiarize oneself with the instructions approved by the relevant order of the Minister of Finance of Georgia regarding the risk criteria and relevant terminology. The subject of the research is the study of the main directions of improving the customs system of Georgia. The object of the research is information posted on the official websites of the Ministry of Economy and Infrastructure of Georgia, the Ministry of Finance of Georgia, the Customs Department of the LEPL Tax Service, and the National Statistical Office of Georgia. The main result of our research is that logistics companies move goods across borders and often interact with customs due to delays / delays between customs due to lack of automation and timely communication. As a result, end customers are often late in picking up the goods. A novelty of our research is the demonstration of the need to ensure the exchange of electronic customs data between the customs of the Eastern Partnership countries and the EU member states.
URI: https://openscience.ge/handle/1/2869
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Jaba Naskidashvili Samagistro.pdfსაბაჟო საქმიანობის მიზნები და პრობლემები საქართველოში586.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

146
checked on May 2, 2024

გადმოწერა

356
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.