Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2866
Title: ქართველთა გენეზისის მითად გარდაქმნა XX საუკუნის ქართულ მწერლობაში (გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ანა კალანდაძე, როსტომ ჩხეიძე)
Transformation of Georgian Genesis into a Myth in Georgian Literature of the XX Century’
Authors: ბედოშვილი, ხათუნა 
Bedoshvili, Kh. 
Advisor: ცერცვაძე, მარინე 
Degree Name: ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი
Degree Discipline: ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქართული ლიტერატურა
ქართული მწერლობა
Issue Date: 2021
Abstract: 
საკვლევი თემის სათაურია „ქართველთა გენეზისის მითად გარდაქმნა XX საუკუნის ქართულ მწერლობაში“. ნაშრომში განხილულია გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძისა და როსტომ ჩხეიძის შემოქმედებაში ქართველი ერის ფესვების, ქართული სულის სათავის ჩამოყალიბების ძიება; ისტორიული წყაროების მოშველიებით, ავხსენით ზემოთ აღნიშნული მწერლების შემოქმედების კონკრეტულად ეს მოტივები.
ნაშრომის კვლევის საგანია მოცემული მწერლების შემოქმედებაში უძველეს წინაპრებად მიჩნეული ხალხებისადმი მიძღვნილი პროზისა თუ პოეზიის პწკარები.
ნაშრომში თავი მოვუყარეთ მათ მიერ ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებს და XXI საუკუნის გადასახედიდან, ახალი ხედვით, მივიტანეთ ეს ასპექტები მკითხველამდე. აღნიშნულ თემაზე დღემდე არ არსებულა ასეთი სახის ნაშრომი, რაც ართულებდა კვლევის პროცესს, განვიხილეთ გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძის, როსტომ ჩხეიძის შემოქმედების აღნიშნული პერიპეტიები და მათ ირგვლივ არსებული კრიტიკული მსჯელობანი. მოვიყვანეთ სისტემაში ჩვენს მიერ შერჩეული მწერლების შემოქმედების ის ერთეულები, რომლებიც ეხმიანებიან საკვლევ თემას და დავადგინეთ ამ პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებების მთავარი თემის გენეზისი; ასევე, გამოვკვეთეთ მათი მიმართება თანამდროვე შემოქმედებით პროცესთან.
ძიების მიზნებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ქართველთა ქალდეური ფესვების მტკიცება, თუმცა, უდავოა, რომ ქართველი ერი უძველესი ხალხის შთამომავალია.
საბოლოოდ, დავსძენთ, რომ ჩვენი კვლევა მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია ქართული ფესვების ლიტერატურაში გარდასახვის მრავალი მცდელობისა; მისი ძირითადი მიზანია მკითხველში ინტერესის გაღვივება შემდგომი კვლევა-ძიებისთვის.
ნაშრომი შედგება ოთხი თავისგან; პირველ თავში განხილულია XX საუკუნის ისტორიული ძიების მიღწევები ქართველთა უძველესი ბინადრობის შესახებ, ასევე, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და გრიგოლ რობაქიძის რომანი „გველის პერანგი“. მეორე თავში - ტიციან ტაბიძის ის ლექსები, რომლებიც უკავშირდება საკვლევ თემას. მესამე თავში შევეხებით პავლე ინგოროყვას სენსაციურ აღმოჩენას და მის გავლენას ანა კალანდაძის შემოქმედებაზე, პოეტი ქალის ამ თემატიკის ლექსებთან ერთად. მეოთხე თავში განვიხილავთ როსტომ ჩხეიძის ძიებებს, რომლებშიც მწერალი ცდილობს ქართული ფესვებისა და ხასიათის თავისებურებების ამოხსნას.

The title of the research subject is ,,Transformation of Georgian Genesis into a Myth in Georgian Literature of the XX Century’’. In the work we discussed the search for the roots of the Georgian nation, the origin of the Georgian soul in the works of Grigol Robakidze, Titsian Tabidze, Ana Kalandadze and Rostom Chkheidze; Using historical sources, we have explained specifically these motives of the works of the above-mentioned writers.
The subject of the research is the prose or poetry dedicated to the peoples considered to be the ancient ancestors in the works of these writers.
In the work we have gathered the works written by them in this regard and from the perspective of the XXI century, with a new perspective, we have brought these aspects to the reader. To date, there has been no such work on this subject, which complicated the research process.
Aim of the work: We discussed the mentioned vicissitudes of the works of Grigol Robakidze, Titsian Tabidze, Ana Kalandadze, Rostom Chkheidze and the critical discussions around them. We have brought into the system those units of creativity of the writers we have selected which respond to the research subject and we have established the genesis of the main theme of these poetic or prose works; We also highlighted their relationship to the contemporary creative process.
Regarding the purposes of the research, we must note that our goal is not to prove the Chaldean roots of the Georgians, however, there is no doubt that the Georgian nation is a descendant of the ancient people.
Finally, we note that our research is only a small part of the many attempts to transform Georgian roots into literature; Its main purpose is to arouse the interest of the reader for further research.
The work consists of four chapters; The first chapter discusses the achievements of the XX century historical research on the ancient inhabitants of Georgia, as well as the political situation in Georgia and Grigol Robakidze’s novel ,,Snake Shirt’’. In the second chapter - the poems of Titsian Tabidze, which are related to the research subject. In the third chapter we will touch the sensational discovery of Pavle Ingorokva and its influence on the creativity of Ana Kalandadze, together with the poems of this poet woman. In the fourth chapter we discuss the researches of Rostom Chkheidze, in which the writer tries to solve the Georgian roots and peculiarities of character.
URI: https://openscience.ge/handle/1/2866
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Khatuna Bedoshvili Samagistro.pdfქართველთა გენეზისის მითად გარდაქმნა XX საუკუნის ქართულ მწერლობაში (გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ანა კალანდაძე, როსტომ ჩხეიძე)574.9 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

64
checked on Dec 2, 2022

Download(s)

180
checked on Dec 2, 2022

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.