Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2855
Title: ფინანსური რისკების მართვა საქართველოს საბანკო სექტორში პანდემიის პირობებში
Financial Risk Management in the Banking Sector of Georgia in Condition of the Pandemic
Authors: კლდიაშვილი, გიორგი 
Kldiashvili, G. 
Advisor: ჟოჟუაშვილი, ნათია 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: საბანკო სექტორი
ფულადი-საკრედიტო პოლიტიკა
საბაზრო ეკონომიკის განვითარება
ფინანსური რისკების კლასიფიკიაცია
COVID-19 პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი
Issue Date: 2021
Abstract: 
საბანკო სექტორი ასრულებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებლის და შუამავლის როლს კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის. საბაზრო ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია საბანკო სისტემის განვითარების და მისი წარმატებით ფუნქციონირების გარეშე. ფინანსური რისკი და მართვის საკითხები მეტ აქტუალობას იძენს თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში. საფინანსო დაწესებულებების საქმიანობაში ფინანსური რისკის მართვის როლის ამაღლება ფინანსური სიტუაციის ანალიზის და რისკის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მეტად მნიშვნელოვანი ხდება გლობალური ფინანსური კაპიტალის მოძრაობის პირობებში. ზარალის და დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები. ამ მეთოდების შესწავლა და დანერგვა ქართულ პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვანია.
ნაშრომში „ფინანსური რისკების მართვა საბანკო სექტორში“ განხილულია ფინანსური რისკების კლასიფიკიაცია და წარმოდგენილია მათი შემცირების და თავიდან აცილების გზები. კომერციული ბანკების ფინანსური რისკების მართვის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბანკო სისტემის გაძლიერება და მომხმარებელთა ინტერესესის დაცვა, რადგან საბანკო სფერო იყოს გადახდისუნარიანი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია, როგორც საბანკო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ნაშრომში აგრეთვე განხილულია COVID-19 პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის უარყოფითი როლი საბანკო სფეროზე და შემუშავებულია ფინანსური რისკების მართვის სრულყოფის საკითხები.
კვლევის მიზანი და ამოცანებია გავაანალიზოთ ფინანსური რისკების როლი საბანკო სექტორში, ეროვნული ბანკის ჩართულობა კომერციული ბანკების რისკების იდენტიფიცირებაში, იმ ბერკეტების განხილვა, რითიც ცდილობენ საქართველოში მოქმედი ბანკები რისკების მინიმალიზებას და ახალი ბერკეტების და მეთოდების გაშუქებას.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელს გახდის ფინანსური რისკების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას. კომერციული ბანკების პროგრესული განვითარების ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილია განხილული ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს ფინანსურ რისკებს როგორც მსესხებლების, ასევე დეპოზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების საქმიანობას.

Banking sector acts as a monetary policy implementer and intermediary between creditors and borrowers. The development of market economy is incredible without the development of banking system and its successful functioning. Financial risk and management issues are becoming more and more important in the modern global economy. Enhancing the role of financial risk management, analysis of the financial situation and making the right decisions in the activities of financial institutions are crucial factors in condition of global financial capital movement.Various methods are used to avoid loss and losses. Study and implementing of these methods in Georgian reality is very important.
The thesis “Financial Risk Management in the Banking Sector” discusses the classification of financial risks and presents the ways of reducing and avoiding them. The main goal of financial risk management is to strengthen the banking system and also protect the interests of consumers, which provides solvency of the sector. Therefore, the issue is relevant for the both: banking business community and the society.
The work also discusses the negative role of the financial crisis of banking sector caused by the COVID-19 pandemic. There are developed certain viewpoints of improving financial risk management.
The aim and objectives of the research are to analyze the role of financial risks in the banking sector, the involvement of the National Bank in identifying the risks of commercial banks. Also discuss the levers with which banks operating in Georgia try to minimalize risks, representing new levers and methods.
The findings and recommendations of the research will make it possible to increase the effectiveness of financial risk management. Considered changes are important for the progressive functioning of commercial banks because it will reduce the financial risks for both borrowers and depositors, which in turn will improve the performance of commercial banks.
URI: https://openscience.ge/handle/1/2855
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Kldiashviili samagistro.pdfფინანსური რისკების მართვა საქართველოს საბანკო სექტორში პანდემიის პირობებში1.35 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

121
checked on Apr 20, 2024

Download(s)

390
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.