გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2853
სათაური: სინტაქსური ექსპრესია და რთული სინტაქსური კონსტრუქციები ნიკო ლორთქიფანიძის პროზის მიხედვით
ავტორები: ქურცუა, ოლენა 
ხელმძღვანელი: ახალაია, ვიანორ 
ხარისხის სახელი: ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული სალიტერატურო ენა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ენათმეცნიერება
ნიკო ლორთქიფანიძის პროზა
სინტაქსური ექსპრესია
ნომინატიური წინადადებები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ყოველი მწერლის ენა გარკვეული ინდივიდუალობით ხასიათდება. უკანასკნელ დროს ქართულ სინამდვილეში ყურადღება დაეთმო მწერალთა ენის მონოგრაფიულ შესწავლას. ადრე მხატვრული სიტყვის ოსტატთა ტხზულებიდან ამა თუ იმ ენის მიმომხილველებსა და გრამატიკაში იმოწმებდნენ ფონეტიკურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეული ენა იყო კვლევა-ძიების სფერო, ვიდრე კონკრეტულად მწერლის ენა.
მწერლის ენის დაწვრილებით ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სალიტერატურო ენის ისტორიის პრობლემური საკითხების გადაწყვეტისთვის, ამიტომაც ნაშრომში დასმული საკითხები მნიშვნელოვანია და აქტუალური.
ნაშრომში ,,სინტაქსური ექსპრესია და რთული სინტაქსური კონსტრუქციები ნიკო ლორთქიფანიძის პროზის მიხედვით“, დადგენილია ის ნიშნები, რომლებიც დამახასიათებელია ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებთა ენისა, მაჩვენებელია მისი სპეციფიკურობისა, გამოვლენილიაარაერთი სხვაობა მწიგნობრულ-ლიტერატურულ და სასაუბრო ლიტერატურულ ენებს შორის. რაც მთავარია, წარმოჩენილია ნ. ლორთქიფანიძის ენის გრამატიკულ-სტილისტიკური, ლექსიკური, განსაკუთრებით სინტაქსური თავისებურებანი, რომლითაც იგი განსხვავდება მისი თანამედროვე სხვა მწერლებისგან. ამ მხრივ მწერლის ენა შესწავლილია. ამიტომ ნაშრომში დასმული საკითხები აქტუალურია და არის სიახლე.
საკვლევ საკითხს შევისწავლით ენათმეცნიერული მეთოდით.
ნაშრომი მოიცავს: ანოტაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე, 2 თავს, 29 ქვეთავს, დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის სიას.

The language of each writer is characterized by a certain individuality. Recently, the Georgian reality has focused on the monographic study of the language of writers. At the last time, in the Georgian reality, attention was paid to the monographic study of the language of writers. Previously, from the works of the masters of artistic word were examined by the reviewers of various languages and phonetic, morphological, and syntactic features in grammar, but in this case some language was research field, rather than the language of the particular writer.
To solve problematic issues in the history of literary language, particular analysis of the writer's language has a special importance. Therefore, the issues raised in the work are important and topical.
In the work "Syntactic expression and complex syntactic constructions according to the prose of Niko Lortkipanidze" the signs that are characteristic of the language of Niko Lortkipanidze's work is identified, is an indicator of its specificity, numerous differences between writing-literary and colloquial literary languages have been revealed. Most importantly, the grammatical-stylistic, lexical, especially syntactic features of N. Lortkipanidze's language are presented, which distinguishes it from other contemporary writers. The language of the writer has not been studied in this regard, so the issues raised in the work are relevant and novelty.
We study the research issue by the linguistic method.
The work includes: summary in Georgian and English languages, 2 chapters, 29 sub-chapters, conclusion and list of used literature.
URI: https://openscience.ge/handle/1/2853
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Olena Kurtsua Samagistro.pdfსინტაქსური ექსპრესია და რთული სინტაქსური კონსტრუქციები ნიკო ლორთქიფანიძის პროზის მიხედვით548.89 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

128
checked on May 5, 2024

გადმოწერა

692
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.