Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2846
Title: ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის
The importance of quality service in increasing students motivation
Authors: გოგიაშვილი, მეგი 
Gogiashvili, Megi 
Advisor: ორჯონიკიძე, ნინო 
Degree Name: განათლების მენეჯმენტის მაგისტრი
Degree Discipline: განათლების სფეროს ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში
მოსწავლეთა მოტივაცია
სკოლის დოკუმენტები
საჯარო სკოლა
კერძო სკოლა
Issue Date: 2020
Abstract: 
21-ე საუკუნის სკოლის გამოწვევაა უპასუხოს მოსწავლის საჭიროებებს, შესაძლებლობებს, უნარებს, მოლოდინებსა და ინტერსებს, რომლებიც განუზომლად მრავალფეროვანია. სკოლის დანიშნულებაა მოსწავლეს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ცოდნისმოყვარეობად უქციოს, იზრუნოს სწავლების ხარისხის ამაღლებაზე და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუდმივად ხდება ცვლილებები და ინერგება სიახლეები, საინტერესოა, რეალურად, მასწავლებლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რამდენად არის ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე და როგორ, ან რა ფორმით, იყენებს მასწავლებელი პროფესიული გადამზადების შედეგად მიღებულ ცოდნას პარაქტიკაში.
წარმოდგენილი კვლევის მიზანია საჯარო სკოლის მაგალითზე დადგინდეს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით რა სახის აქტივობები ხორციელდება და როგორ აისახება ეს მოსწავლეთა მოტივაციაზე.
საკვლევი საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, განისაზღვრა მეთოდოლოგია, შედეგებიდან გამომდინარე კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ადმინისტრაციას და სკოლის თანამშრომლებს საჭიროებისამებრ, უკეთესად წარმართონ მუშაობა სასწავლო გარემოში. ნაშრომი იკვლევს ხარისხის სამსახურის მნიშვნელობას სკოლაში, როგორც მოსწავლის მოტივაციის ხელშემწყობი ფაქტორი. კვლევა მოიცავს ინტერვიუს (ადმინისტრაციის წევრებთან); კითხვარს (მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წევრებთნ მოსწავლეებთან) და ფოკუს ჯგუფს (მშობლებთან).

The challenge of 21st century school is to answer the needs, abilities, skills, expectations and interests of its pupils, these challenges are dramatically diverse. The purpose of the school nowadays is the to push the natural curiosity of its pupils and turn it in knowledge, to take care of the quality of teaching and the diversity of the learning process, where the individual opportunities for students will be considered.
In the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia changes and introducing innovations constantly occurs. It’s really interesting to observe how the activities carried by the teachers in the frame of the national curriculum are focused on learning - teaching quality improvement, how and in what form uses the teacher the knowledge she/or he acquired during professional qualification program in practice.
The aim of the following research is to determine what kind of activities are being carried out in the direction of quality assurance and how it is reflected on motivation of the pupils. The research is based on the example of four schools (Two private and two public).
After the identification of the research issues, the methodology has been identified and recommendations have been developed based on results, which will help the administration and school staff to work better in the learning environment. The study examines the importance of quality service in school as a supportive factor for motivation. The survey includes interviews with members of the administration; Questionaires with teachers, administration members, pupils and focus group with parents.
URI: https://openscience.ge/handle/1/2846
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Megi Gogiashvili samagistro.pdfხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის869.83 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

213
checked on Apr 25, 2024

Download(s)

343
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.