გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2837
სათაური: საქართველოს მაღალმთიანი სოფლების მდგრადი განვითარების ტრენდები
ავტორები: ვარდანაშვილი, ნანი 
ხელმძღვანელი: ახალაია, ნანა 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Master of Public Administration
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
Public administration
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს მაღალმთიანი სოფლები
მდგრადი განვითარების პოლიტიკა
სოციალურ-ეკონომიკური პროცესები
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო კვლევის აქტუალობა უკავშირდება საქართველოს მთის სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის შესწავლას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს მთის სოფლის მდგრად განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების ღირსეულ ხარისხს.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი სოფლების მდგრადი განვითარების გამოწვევების შესწავლა. კვლევის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს, საქართველოს მთის სოფლის მდგრადი განვითარების გაუმჯობესების მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის საგანია თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მთის სოფლის მდგრად განვითარებასთან.
კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლად გამოყენებულია სოციალურ-ეკონომიკური პროცესების დიალექტიკური შემეცნების მეთოდი, რაც შესაძლებელს ხდის შესასწავლი საკითხების ძირითადი მახასიათებლების დადგენას და მათი განვითარების ტენდენციების განსაზღვრას. გარდა ამისა, კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა ისეთი ზოგადი სამეცნიერო მეთოდები და ტექნიკა, როგორიცაა სამეცნიერო აბსტრაქცია, ანალიზი და სინთეზი, მოდელირება, შედარება, სტრუქტურული დონის მიდგომა, აგრეთვე სპეციალური მეთოდები.
კვლევის ინფორმაციასა და ემპირიულ ბაზას შეადგენს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, კანონები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მასალები, დარგის ექსპერტების შეფასებები, მასალები ინტერნეტიდან, ავტორის მიერ, ემპირიული მონაცემების გამოყენებით მიღებული ინფორმაცია.

The urgency of the scientific research of the master's thesis is connected with the study of the current level of socio-economic development of the mountain village of Georgia, which does not meet national interests, as it fails to ensure sustainable mountain village development and a decent quality of life.
The aim of the master's thesis is to study the challenges of sustainable development of mountainous villages in Georgia. The scientific novelty of the research is the development of methodological and practical recommendations for the improvement of sustainable rural development in Georgia.
The subject of research is theoretical, methodological and practical issues related to the sustainable development of mountain villages.
The methodological basis of the research is the method of dialectical cognition of socio-economic processes, which makes it possible to identify the main characteristics of the issues to be studied and to determine their development trends. In addition, general scientific methods and techniques such as scientific abstraction, analysis and synthesis, modeling, comparison, structural level approach, as well as special methods were used in the research process.
The research information and empirical base consists of legislative and normative acts, laws, official materials of the National Statistics Office of Georgia, evaluations of experts in the field, materials from the Internet, information obtained by the author using empirical data. As a result of the research, it was found that any region of Georgia has a high potential for development. The results of the research also show the fact that Georgia needs a highly sophisticated mountain rural development strategy and action plan, as well as the implementation of projects and programs related to it and the improvement of management.
URI: https://openscience.ge/handle/1/2837
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nani Vardamashvili Samagistro.pdfსაქართველოს მაღალმთიანი სოფლების მდგრადი განვითარების ტრენდები634.37 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

133
checked on May 19, 2024

გადმოწერა

770
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.