Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2818
Title: ხარისხის მართვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
Quality Management in Higher Education Institutions
Other Titles: (სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგალითზე)
Authors: მიდელაშვილი, ლუიზა 
Midelashvili, Luiza 
Advisor: გიგუაშვილი, გიული 
Degree Name: განათლების მენეჯმენტის მაგისტრი
Degree Discipline: განათლების სფეროს ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: უმაღლესი განათლება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
ხარისხის უზრუნველყოფა და მართვა
ხარისხის მართვის ევროპული მოდელი
საქართველო
Abstract: 
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის კეთილდღეობის ზრდისა და მდგრადი განვითარებისათვის. საქართველოს განათლების სისტემის გადასვლამ ევროპულ სტანდარტებზე დღის წესრიგში დააყენა განათლების ხარისხის მართვის ახალი პრინციპების, ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების დანერგვის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს საკითხის სისტემურ შესწავლას და სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის პროცესის გაანალიზება, ხარისხის უზრუნველყოფაზე მოქმედი ფაქტორების გამოკვეთა და ხარისხის სრულყოფის რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესის მართვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემა.
ნაშრომში განხილულია უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სრულყოფის მექანიზმები, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტების ადაპტაცია და ხარისხის მართვის ოპტიმიზაცია.
სამაგისტრო ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს განათლების ხარისხის კონტროლის, უზრუნველყოფისა და მართვის ძირითადი პრინციპების საფუძველზე ხარისხის მართვის ეფექტური მეთოდების დამუშავება საგანმანათლებლო მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. ნაშრომის პრაქტიკული ღირებულებაა ავტორის მიერ წარმოდგენილი წინადადებები და მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების ხარისხის მართვის სისტემის განვითარებას და შემდგომ სრულყოფას.

Ensuring the quality of higher education is crucial for the growth and sustainable development of the country. The transition of the Georgian education system to European standards has put on the agenda the need to introduce new principles of education quality management, modern concepts of quality management, which, in turn, requires a systematic study of the issue and the deepening of scientific research.
The aim of the master's thesis research is: to analyze the quality management process in higher education institutions, to identify the factors affecting quality assurance and to develop quality improvement recommendations. The object of research is the system of management, quality assurance and control of the educational process in universities.
The paper discusses the mechanisms for improving the quality management of higher education, the adaptation of universities in the European educational space and the optimization of quality management.
The scientific novelty of the master's thesis is the development of effective methods of quality management based on the basic principles of quality control, provision and management of education, taking into account the specifics of educational services.
The practical value of the paper is the suggestions and opinions presented by the author, the consideration of which will contribute to the development and further improvement of the quality management system of universities.
URI: https://openscience.ge/handle/1/2818
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Luiza Midelashvili Samagistro.pdfხარისხის მართვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში1.23 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

230
checked on Jun 6, 2024

Download(s)

276
checked on Jun 6, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.