გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2812
სათაური: საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის მართვის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზარი
ავტორები: კარელიძე, ქეთევან 
ხელმძღვანელი: ჭიოტაშვილი, დავით 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო სისტემა
სახელმწიფო პროგრამები
სამედიცინო დაზღვევა
საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები
საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
კაცობრიობა განვითარების უძველესი პერიოდიდან დღემდე, ყოველთვის დგებოდა მრავალი პრობლემების წინაშე, რომლის გადაჭრის გზებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეძებდნენ, პოულობდნენ და ანვითარებდნენ. სწორედამის შედეგად წარმოიშვა მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის ობიექტური აუცილებლობა და შესაბამისად სანედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები.
სადაზღვევო სისტემა ისეთივე ძველია, როგორც საზოგადოება. საუკუნეების მანძილზე იგი იცვლებოდა და იხვეწებოდა.უძველესი დროიდან,საზოგადოების განვითარების პერიოდიდან ვიცით, რომ თანადგომისა და დახმარების პრინციპები მუდმივად იხვეწებოდა, რომლებიც აწესრიგებდნენ და ეხმარებოდბნენ მოსახლეობის ცხოვრების და არსებობის პირობების გაუმჯობესებას.
ნებისმიერი სახელმწიფო, თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს თავისი მოქალაქეების, როგორც მატერიალურ ასევე მორალურ მხარდაჭერას.ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე განსაზღვრავს თუ რამდენად უწყვეტი, სტაბილური და ადამიანზე ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური დაცვა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებმა ფართო განვითარება ჰპოვა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლათინური ამერიკის ქვეყნები და სხვა. სადაზღვევო სისტემის განვითარების ყველაზე აქტიური პერიოდი ქვეყნებში სტიქიურ უბედურებებს, ომებს და დიდ ხანძრებს უკავშირდება. ასევე, ბოლო პერიოდში, სამედიცინო დაზღვევაზე საუბარი აქტიური ხდება, როდესაც იცვლება ხელისუფლებები. თემაში მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადაპტირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ტიპები, მათი განმასხვავებელ თავისებურებები მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო მცდელობა საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების ჩამოყალიბებისა, რომელიც დღემდე
მიმდინარეობს და მრავალი ცვლილება განხორციელდა.დღეისათვის საქართელო 33-ე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შეძლო საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბება, რომლის ძირითად დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნულ პროცესში დასაწყისიდან ჩართული იყო საქართველოს სადზღვევო ბაზარზე არსებული ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები,თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ჩაანაცვლა სადაზღვევო ბაზარზე მომქმედი ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები.ხოლო, ბოლო ორი-სამი წელია ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისმიერ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროგრამის შესრულება ისევ განახორციელდეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მომქმედი ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების მიერ.
სამაგისტრო ნაშრომში ნაჩვენებია თუ რა სტრუქტურული და ნორმატიული ცვლილებები გაიარა საქართველოში საყოვლთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებმა და როგორია დღეს არსებული პროგრამა, ვინ არიან მოსარგებლეები და რა ნორმატიული აქტებით რეგულირდება განხორციელების პროცესი. რა ადგილი და როლი ეკავა მას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პროგრამის ამოქმედებისას, რა ეტაპები და პროცესები გაიარა, რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რა თანმდევი პრობლემების წინაშე დადგა და როგორია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებისათვის(2014-2020წწ) გამოყოფილია დაახლოებით 7 მლრდ ლარი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განგვეხილა რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა? როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება? რამდენად მიზან მიმართულად იხარჯება სახელმწიფოს რესურსები და რა ცვლილებებია დაგეგმილი პროგრამის განვითარების შემდგომ ეტაპებზე?

From ancient times to the present day, humanity has always faced many problems, the solutions to which have been sought, found and developed independently in different parts of the world. As a result, there was an objective need for medical insurance for the population and, consequently, state programs for medical insurance.
The insurance system is as old as society. It has changed and improved over the centuries. From ancient times, from the period of social development, we know that the principles of assistance and assistance were constantly improving, which regulated and helped to improve the living and living conditions of the population.
Any state, due to its economic situation, tries to support its citizens, both materially and morally. The economic strength of a country determines how continuous, stable and human-centered the social protection of the population is. The main goal of any country is to take care of the health of the population, for which every state uses different means of insurance, finances commercial insurance programs, develops social health insurance programs or establishes state programs of universal health care. State health insurance programs are widely developed in countries such as the United Kingdom, Germany, Latin America and others. The most active period of the insurance system development in the countries is related to natural disasters, wars and big fires. Also, lately, the talk of health insurance has become more active when governments change. The topic includes the types of state universal health care programs adapted in different countries of the world, their distinctive features on the example of developed and developing countries of the world.
After the restoration of independence, efforts were made to establish Georgia's health insurance programs, which are still ongoing and many changes have been made. Today, Georgia is the 33rd country in the world to establish a state universal health insurance program, the main source of funding is the state budget. From the beginning, licensed insurance companies in the Georgian insurance market were involved in this process, but after some time, the National Health Agency was established, which replaced the licensed insurance companies operating in the insurance
market. The program will be implemented again by licensed insurance companies operating in the Georgian insurance market.
The master's thesis shows what structural and normative changes have been made to the state programs of universal health insurance in Georgia and what is the current program, who are the beneficiaries and what normative acts regulate the implementation process. What place and role did it play in the launch of the program in the Georgian insurance market, what stages and processes did it go through, what were its strengths and weaknesses, what were the challenges and what are the prospects for its further development in the Georgian insurance market.
Approximately 8 billion GEL has been allocated for the financing of the state program of universal health insurance (2013-2020). That's why we decided to discuss how effective this program is? What is the attitude of the population? How purposefully are the state resources spent and what changes are planned in the later stages of the program development?
URI: https://openscience.ge/handle/1/2812
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ketevan Karelidze samagistro.pdfსაყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის მართვის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზარი1.22 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

137
checked on Jun 30, 2024

გადმოწერა

336
checked on Jun 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.