Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2804
Title: ანტიკრიზისული მენეჯმენტის სტრატეგიები საბანკო ბიზნესში პანდემიის პირობებში
Anti-Crisis Management Strategies Banking Business in Condition of the Pandemic
Authors: ამბრიაშვილი, თინათინ 
Ambriashvili, T. 
Advisor: ხორგუაშვილი, თეა 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: საბანკო სისტემის განვითარება
ანტიკრიზისული მენეჯმენტი
COVID-19 პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი
Issue Date: 2021
Abstract: 
საბანკო სისტემის განვითარება და წარმატებით ფუნქციონირება მნიშვნელოვანი ფუნდამენტია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ, და მათ შორის საქართველომაც, განიცადა განსხვავებული სიდიდისა და სიმწვავის საბანკო კრიზისი, რამაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ფინანსური კრიზისების კვლევა ერთ-ერთი რთული, საკვანძო და აქტუალური მიმართულებაა თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში და მას უდიდეს ყურადღებას უთმობენ ეკონომიკური თეორიის კლასიკოსები.
ნაშრომში „ანტიკრიზისული მენეჯმენტის სტრატეგიები ქართულ საბანკო ბიზნესში პანდემიის პირობებში“ განხილულია საბანკო კრიზისების იდენტიფიცირება, განმაპირობებელი ფაქტორები და წარმოდგენილია მათი შემცირებისა და თავიდან აცილების სტრატეგიები. კომერციული ბანკების მთავარ მიზანს წარმოადგენს შექმნილი ფინანსური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა, რადგან ბანკი იყოს გადახდისუნარიანი და უპასუხოს მოსალოდნელ გამოწვევებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი მეტად აქტუალურია, როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ნაშრომში ძირითადად განხილულია COVID-19 პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ნეგატიური გავლენა საბანკო სექტორზე და შემუშავებულია კრიზისის დაძლევის სრულყოფის გზები.
კვლევის ძირითადი მიზანი და ამოცანებია გავაანალიზოთ ფინანსური კრიზისების როლი საბანკო სექტორის საქმიანობაში, სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ჩართულობა საბანკო კრიზისების დაძლევაში და იმ სტრატეგიების განხილვა, რითიც ცდილობენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ფინანსური სირთულეების გადალახვას, გამოწვეულს ბანკის შიდა პოლიტიკით ან მაკროეკონომიკური ფაქტორებით.
კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელს გახდის საბანკო კრიზისების ეფექტურ მართვას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საქმიანობას.

The development and successful functioning of the banking system is an important foundation in the conditions of a modern market economy. At different stages of development, most countries in the world, including Georgia, have experienced banking crises of varying magnitude and severity, which has had a significant negative impact on their economic situation. The study of financial crises is one of the most complex, key and current directions in modern economic science and it is given the greatest attention by the classics of economic theory.
The paper "Anti-Crisis Management Strategies in Georgian Banking Business in Condition of the Pandemic" discusses the identification of banking crises, determinants and strategies for their reduction and prevention. The main goal of commercial banks is to get out of the current financial crisis with less losses, because the bank should be solvent and respond to the expected challenges. Due to the above, the issue is very relevant for the representatives of the banking sector and the public. The paper mainly discusses the negative impact of the financial crisis caused by the COVID-19 pandemic on the banking sector and develops ways to improve the crisis.
The main purpose and objectives of the study are to analyze the role of financial crises in the banking sector, the involvement of the state and the National Bank in overcoming banking crises and to discuss the strategies used by commercial banks in Georgia to overcome financial difficulties caused by the bank's domestic policy or macroeconomic factors.
The findings and recommendations based on the research will enable the effective management of banking crises, which in turn will improve the performance of the banking sector.
URI: https://openscience.ge/handle/1/2804
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tinatin Ambriashvili Samagistro .pdfანტიკრიზისული მენეჯმენტის სტრატეგიები საბანკო ბიზნესში პანდემიის პირობებში905.43 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

149
checked on Apr 18, 2024

Download(s)

112
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.