Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2803
Title: მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები
Main directions of small and medium business integration with EU
Authors: თვაური, გიორგი 
Tvauri, Giorgi 
Advisor: ორჯონიკიძე, ნინო 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: მცირე და საშუალო ბიზნესი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ინტერნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში
Issue Date: 2021
Abstract: 
ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განხორციელდა, რომელთა მიზანი იყო: საგადასახადო ტვირთის შემცირება, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება, ბიზნესის აღორძინებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა. აღნიშნული რეფორმების შედეგად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. ასევე გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი, რომელიც ამ ქვეყნების მიერ ევროპის მცირე ბიზნესის აქტის განხორციელების შეფასებას გულისხმობს. ინდექსის თანახმად მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტიტუციური და საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, საქართველო რეგიონში საუკეთესოა. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნა ბიზნესის ინფრასტრუქტურის, დაფინანსების ხელმისაწვდომობის, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმებისა და მცირე და საშუალო საწარმოების ინსტიტუციონალიზაციის კუთხით. მიუხედავად, ასეთი განვითარების დინამიკისა საქართველოში დღესაც მრავალი გამოწვევაა ამ მიმართულებით.
სამაგისტრო ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა ტიპის კვლევების გაერთიანებული ანალიზი, რომელიც ასახავს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს პრობლემებსა და გამოწვევებს მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით.

In recent years, Georgia has undergone significant economic reforms aimed at: reducing the tax burden, liberalizing the economy, improving public services, creating a favorable environment for business revival, combating corruption and more. As a result of these reforms, Georgia has achieved high rates of economic growth. Flows of foreign direct investment in the country have also increased. Georgia's economic policy has been positively assessed by various rating agencies and international financial institutions.
In 2016, the Organization for Economic Co-operation and Development (OECD) published the Eastern Partnership SME Policy Index, which assesses the implementation of the European Small Business Act by these countries. According to the index, Georgia is the best in the region in terms of improving the institutional and operational environment of small and medium-sized businesses. Significant progress has been made in recent years in terms of business infrastructure, access to finance, the removal of technical barriers to trade, and the institutionalization of small and medium-sized enterprises. Despite the dynamics of such development, there are still many challenges in this direction in Georgia.
The master's thesis presents a combined analysis of different types of research, which reflects the problems and challenges of the business environment in Georgia in terms of small and medium businesses.
URI: https://openscience.ge/handle/1/2803
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Tvauri Samagistro.pdfმცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები1.01 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

96
checked on Apr 26, 2024

Download(s)

103
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.