Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2796
Title: რაინდობა და რაინდული იდეალები რენესანსის ლიტერატურის კონტექსტში ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობების“ მაგალითზე
Knighthood and Knightly Ideals in the Context of Renaissance Literature on the Example of Chaucer's "Canterbury Tales"
Authors: კუმლაძე, თამარ 
Kumladze, T. 
Advisor: ბაქრაძე, ნინო 
Degree Name: ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ინგლისური ენა
ჯეფრი ჩოსერის ,,კენტერბერიული მოთხრობები“
რაინდთა სახეები
შუა საუკუნეების რაინდობა
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომში გამოკვლეულია ჯეფრი ჩოსერის ,,კენტერბერიული მოთხრობების“ რაინდთა სახეები და რაინდული იდეალები შუა საუკუნეების რაინდობასთან მიმართებაში. მსგავსებასთან ერთად, გამოკვეთილია განსხვავებაც. ამის მიზეზი უნდა იყოს ახალი ეპოქის, რენესანსის მსოფლმხედველობა და ორიენტირები, რამაც ნელ-ნელა გააუფერულა რაინდული ტრადიციები.
თემის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ აქამდე არ არის გამოკვლეული ჩოსერის გმირთა ერთი კატეგორია - რაინდთა სახეები შუა საუკუნეების საკარო (სარაინდო) ლიტერატურის რაინდებთან მიმართებაში. შუა საუკუნეებში რაინდული კოდექსი და იდეალები იყო რაინდთა ქცევის განმსაზღვრელი და იმ დროის ლიტერატურაშიც რაინდთა უზადო სახეებია წარმოდგენილი მაშინ, როცა ჩოსერის ეპოქაში რაინდობა და სარაინდო ლიტერატურა ნელ-ნელა თმობს პოზიციებს, როცა კარსმომდგარი რენესანსული კულტურა სრულიად ახალ პრინციპებსა და ნორმებს ნერგავს, როცა ჩოსერის შემოქმედებაშიც შეინიშნება ახალი ლიტერატურული მოვლენის შემოსვლა, საინტერესოა, ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობების“ რაინდები რამდენად შეესატყვისებიან კლასიკური პერიოდის რაინდებს. ახალმა ეპოქამ ხომ არ შეიტანა მათ ქცევასა და ხასიათში ცვლილებები.
ნაშრომი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის - ჩოსერის შემოქმედების ყოველმხრივ შესწავლისა და ახლებურად გააზრებისთვის.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, შევისწავლოთ ჩოსერისეული რაინდები და შევუპირისპიროთ შუა საუკუნეების ლიტერატურის კლასიკური რაინდის სახეს. გამოვიკვლიოთ და გამოვკვეთოთ მაშ შორის მსგავსება-განსხვავებები და ამის ფონზე არგუმენტირებულად დავასკვნათ, თუ რამდენად იცვალა სახე რაინდთა თვისებებმა და ზოგადად რაინდობამ.
კვლევის მეთოდები: შესრულებულია კომპარატივისტული, კულტურულ-ისტორიული და აღწერითი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
სამაგისტრო ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა: იგი შესაძლოა გამოყენებული იქნეს, როგორც ჩოსერის შემოქმედების, ისე სარაინდო ლიტერატურის შესწავლისთვის. ასევე მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ დავალების, რეფერატისა თუ პრეზენტაციის მოსამზადებლად.
სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა: ნაშრომი შედგება შესავლის, ანოტაციის (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სარჩევის, სამი თავის, ექვსი ქვეთავის, დასკვნისა და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხისაგან. გვერდების რაოდენობაა 61. გამოყენებული ლიტერატურის სია მოიცავს 32 ერთეულს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

The paper explores the types of knights in Jeoffrey Chaucer's "Canterbury Tales" and their knightly ideals of medieval chivalry. Along with the similarities, there are also differences. The reason for this must be the worldview and orientations of the new era, the Renaissance, which gradually faded the knightly traditions.
The novelty of the theme lies in the fact that so far one category of Chaucer heroes has not been explored - the faces of knights in relation to the knights of medieval knightly literature. In the Middle Ages, knightly code and ideals were the determinants of knightly behavior, and even in the literature of the time, flawless faces of knights are represented while in the Chaucer era, knighthood and knightly literature slowly gave up positions. Entering Renaissance culture introduces completely new principles and norms when a new literary event is introduced in Chaucer's work, and it is interesting to see how the knights of Chaucer's "Canterbury Tales" correspond to the knights of the classical period. Has the new era brought about changes in their behavior and character?
The work is as relevant as the importance of a thorough study and new understanding of the work of the classic of world literature- Chaucer.
The goal of the research is to study the Knights of Chaucer and contrast the look of the classical knight of medieval literature, to examine and point out the similarities and differences between them, and in the light of this, we can reasonably conclude how much the qualities of knights and chivalry, in general, have changed.
Research methods: The work was performed using comparative, cultural-historical, and descriptive research methods.
The Practical Significance of the master’s thesis: It can be used for both Chaucer’s creations as well as for the study of chivalric literature, also for preparing assignments, abstracts, or presentatons by pupils and students.
Structure of the master thesis: The thesis consists of an introduction, annotation (in Georgian and English), table of contents, three chapters, six subsections, a conclusion, and a list of used literature. The number of pages is 62. The list of used literature includes 26 items in Georgian and English languages.
URI: https://openscience.ge/handle/1/2796
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamar Kumladze Samagistro.pdfრაინდობა და რაინდული იდეალები რენესანსის ლიტერატურის კონტექსტში ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობების“ მაგალითზე608.59 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

198
checked on Apr 24, 2024

Download(s)

954
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.