Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Gori State University
  4. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. პერსონალის მართვის სტრატეგიების ეფექტურობის შეფასება
 
  • Details

პერსონალის მართვის სტრატეგიების ეფექტურობის შეფასება

Date Issued
2021
Author(s)
კოპაძე, თამარ  
Institution
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  
Faculty
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი  
URI
https://openscience.ge/handle/1/2795
Abstract
პერსონალის მართვაში იგულისხმება ისეთი ორგანიზაციული სისტემის შემუშავება და გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანთა თავისებურებების და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და ეფექტიან დასაქმებას ორგანიზაციის მიზნების მიღწევის მიმართულებით. ეს სისტემა მოიცავს კადრების შერჩევის, განაწილების და დასაქმების მთლიან სისტემას.
იმისათვის, რომ ორგანიზაციამ წარმატებით მიაღწიოს თავის მიზნებს საკმარისი არაა ორგანიზაციული, ტექნიკური, რესურსული საკითხების გადაწყვეტა და კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა; ყოველივე ამასთან ერთად აუცილებელია შრომის პროცესის ისეთი ორგანიზება, რომ ყოველმა მომუშავემ ძალისხმევა და დაინტერესება გამოავლინოს დასახული მიზნების მისაღწევად.
ეს ყველაფერი განაპირობებს მოთხოვნას კვალიფიციურ პერსონალზე, რომლიც უზრუნველყოფენ პროდუქციისა და მომსახურების წარმოებასა და გასაღებას.
ადამიანური რესურსების მართვა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რასაც მენეჯერი მიმართავს თანამშრომელთა ორგანიზაციაში მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, მათი ეფექტიანი მუშაობისა და მათ მიერ ორგანიზაციული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად.
მენეჯერი პასუხისმგებელია იმ რესურსების მოძიებაზე, განვითარებაზე, დაცვასა და გამოყენებაზე, რომლებიც ეფექტიანი მუშაობისთვისაა საჭირო. ადამიანური რესურსები მოიცავს ორგანიზაციის ყველა წევრს-ტოპმენეჯერიდან ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომლამდე. გამოცდილმა მენეჯერმა იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები, იგი აქტიურად მოქმედებს ორგანიზაციის ადამიანური რესურსების განსავითარებლად და ეფექტიანად გამოსაყენებლად.
თანამშრომლების შეფასება და მათთვის შესაბამისი უკუკავშირის მიცემა არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი პერსონალის მართვის სისტემაში.
კვლევის მიზანია გაირკვეს რამდენად ხდება საქართველოში ფუნქციონირებად ორგანიზაციებში-პერსონალის მართვის დაგეგმვა, პერსონალთან მუშაობის სტრატეგიების შემუშავება, გამოიკვეთოს პერსონალის მართვის პრობლემები და პერსპექტივები, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ორგანიზაციის მუშაობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს, ადამიანური რესურსი იყოს უფრო მეტად მობილიზებული და შრომაზე ორიენტირებული.
Subjects

პერსონალის მართვა

ორგანიზაციული სისტემი...

ადამიანური რესურსების...

Degree Name
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Tamar Kopadze Samagistro.pdf

Description
პერსონალის მართვის სტრატეგიების ეფექტურობის შეფასება
Size

1.19 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0fb5e7ebaed4c6077f9415bb33bff4ac

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings