გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2794
სათაური: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის საქმიანობის თავისებურებები და მისი სრულყოფის გზები გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე
Peculiarities of state internal financial control activities and ways of its improvement on the example of Gori municipality
ავტორები: კოპალეიშვილი, თამარ 
Kopaleishvili, Tamar 
ხელმძღვანელი: ბიძინაშვილი, დავით 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: თანამედროვე ორგანიზაცია
შიდა აუდიტი
გორის მუნიციპალიტეტი
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
საბაზრო ეკონომიკის დროს, ეკონომიკური სუბიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლების პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება შიდა აუდიტის როლი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შიდა აუდიტის სისტემის დანერგვა და ზოგადად შიდა აუდიტის გამართული ფუნქციონირება.
ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართულ ხარჯვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შიდა აუდიტის სისტემის დანერგვა და შიდა აუდიტის სამსახურის გამართულად ფუნქციონირება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მეშვეობითაც საშუალება გვეძლევა სახელმწიფო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები სწრაფად განვახორციელოდ.
ორგანიზაციების ძირითადი მიზნების მიღწევის საფუძვლიან გარანტიას სწორედ რომ კონტროლის გარემო ქმნის. ეფექტური შიდა კონტროლის პროცესების წარმართვის საფუძველია მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები.
სრულყოფილი შიდა კონტროლის სისტემის საფუძველი გახლავთ კონტროლის გარემო. იგი ითვალისწინებს დისციპლინას და დაწესებულების სათანადო ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც შიდა კონტროლის საერთო ხარისხზე გავლენას ახდენს.
წარმოება-დაწესებულებებში არსებული კონტროლის გარემო გავლენას ახდენს იქ დასაქმებულ პერსონალთა კონტროლის ცნობიერებაზე, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს დაწესებულებაში არსებულ ზოგად გარემოს. ეს არის საფუძველი შიდა კონტროლის სხვა კომპონენტების, დისციპლინისა და დაწესებულების ეფექტური სტრუქტურის უზრუნველყოფისათვის.

In a market economy, in the context of increasing the competitiveness of economic entities, the role of internal audit significantly increases, the goal of which is the introduction of an internal audit system and the proper functioning of internal audit in general.
Targeted spending of budget funds is of special importance for the further development of the country. The introduction of an internal audit system and the proper functioning of the Internal Audit Service is an important issue for our country, which allows us to quickly implement important reforms in the public sector.
It is this control environment that provides a sound guarantee for the achievement of the main goals of the organizations. Clearly defined goals are the basis for conducting effective internal control processes.
The basis of a complete internal control system is the control environment. It provides for the discipline and proper organizational structure of the institution that affects the overall quality of internal control.
The control environment in the production facilities affects the control awareness of the staff employed there, which, in turn, shapes the general environment in the facility. It is the basis for ensuring the effec3tive structure of other components of internal control, discipline and institution.
URI: https://openscience.ge/handle/1/2794
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamar Kopaleishvili Samagistro.pdfსახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის საქმიანობის თავისებურებები და მისი სრულყოფის გზები გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

57
checked on May 21, 2024

გადმოწერა

379
checked on May 21, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.