გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/278
სათაური: ქმედების მცირე მნიშვნელობა, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი გარემოება
ავტორები: ხიტაშვილი, ლევანი 
ხარისხის სახელი: Master of Criminal Law
სისხლის სამართლის მაგისტრი ( Master of Criminal Law)
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს სისხლის სამართლის ამოცანა
დანაშაული
ქმედება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ სწორად შერჩეული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისა და მისი ინტერესების დაცვისაკენ. მეორე მხრივ, იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შერჩეული პოლიტიკა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ისე, რომ გაუმართლებლად და არაპროპორციულად არ იჭრებოდეს ინდივიდის თავისუფლებაში. ქმედების მცირე მნიშვნელობა წარმოადგენს სწორედ ისეთ საკითხს, სადაც ერთმანეთს უპირიპირდება ერთი მხრივ, ინდივიდის უფლებები, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს ვალდებულებები და მოთხოვნები.
ქმედების მცირე მნიშვნელობის ცნება ნაკლებადაა დამუშავებული როგორც თანამედროვე ქართულ სისხლისსამართლებრივ დოქტრინაში, ისე სასამართლო პრაქტიკაში, რაც, როგორც წესი, იწვევს მატერიალურ და პროცესუალურ პრობლემებს ქმედების კვალიფიკაციისას.
კვლევის მიზნებისა და აქტუალობისთვის განხილული და გაანალიზებულია ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა (თეორიასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ჭრილში). განხილულია, ასევე, ქმედების მცირე მნიშვნელობის დეფინიცია, როგორც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობიდან, ისე ცალკე აღებული ქმედება, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის იმ მოცულობის საფრთხეს, რაც პირის მიმართ აუცილებელს გახდიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/278
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro khitashvili.pdfქმედების მცირე მნიშვნელობა, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი გარემოება543.13 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

524
checked on Jul 17, 2024

გადმოწერა

1,122
checked on Jul 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.