Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2787
Title: საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ბიზნესში
Usage of computer accounting softwares in business
Authors: გრიგორიანი, ვერა 
Grigoriani, V. 
Advisor: ჩიტაძე, ხალიანა 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: ბუღალტრული აღრიცხვა
საბუღალტრო პროგრაა
კომპიუტერული უზრუნველყოფა
Issue Date: 2020
Abstract: 
ბუღალტრული აღრიცხვის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ადამიანებმა ბუღალტერიის წარმოების საჭიროება ათასწლეულების წინ იგრძნეს - მაშინ, როცა კომპიუტერზე ფიქრიც კი არ იყო. ბუღალტრები ეყრდნობოდნენ ქაღალდის სახელმძღვანელოებს, რათა აღებეჭდათ დავალიანება და კრედიტები, შემოსავლები და ხარჯები. ნელნელა ეს ყველაფერი გამარტივდა. კომპიუტერების გამოგონებამ გარდაქმნა ბუღალტრული აღრიცხვა XX საუკუნეში.
საბუღალტრო პროგრამა ეს არის კომპიუტერული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ბევრად უფრო სწრაფად, მარტივად, თვალსაჩინოდ და ეფექტურად შეძლოს ფინანსების აღრიცხვა. ამ ეტაპზე საქართველოში იყენებენ როგორც უცხოური წარმოების პროგრამებს, ასევე საქართველოში წარმოებულსაც. რაც დრო გადის ეს პროგრამები უფრო და უფრო იხვეწება და ხდება ამა თუ იმ ბიზნესზე მაქსიმალურად მორგებული.
სამაგისტრო ნაშრომში ,,საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ბიზნესში“ განხილულია ის გზა, რომელიც ბუღალტერიამ გაიარა ხელით გაკეთებული ჩანაწერებიდან კომპიუტერულ, სპეციალიზებულ პროგრამებამდე, მისი საწყისებიდან დღემდე, თუ რა როლს თამაშობს ეს პროგრამები თანამედროვე ბიზნესის სამყაროში და როგორ ასრულებენ ისინი ,,დაკისრებულ მოვალეობას“.
კვლევის მიზანი იყო გამოგვეკვლია, თუ რა მასშტაბის გამოყენება აქვს საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებს თანამედროვე ბიზნესში. კვლევის საგანი არის შემდეგის დადგენა: თანამედროვე ქართული ბიზნესი ბუღალტერიას აქტიურად აწარმოებს თუ არა საბუღალტრო პროგრამების დახმარებით. შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ 1.6% კვლევაში მონაწილე პირებისა მიმართავს ძველ, ხელით ჩაწერის მეთოდს, დანარჩენი 98.4% აქტიურად მოიხმარს საბუღალტრო პროგრამებს.
ნაშრომის მომზადებისას გამოყენებულ იქნა როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა და სტატიები.

The history of accounting started centuries ago. People felt the necessity of accounting thousands of years ago. Accountants relied on paper manuals to record debts and credits, income and expenses. Finaly it all got easier. The invention of computers transformed accounting in the twentieth century.
Accounting software is a computer software that enables users to record finances much faster, easier, visually and efficiently. At this stage, foreign origin programs are used in Georgia, as well as those originated in Georgia. Day by day, these programs become more and more accurate and adaptable for each business.
The master's thesis "Usage of computer accounting softwares in business" discusses the path that accounting has taken from hand-made records to computer, specialized software. From its inception to the present day, what role do these programs play in the modern business world and how do they perform their "duty"?
The aim of the study is to determine the scale of application of accounting software in the modern business. The subject of the research is to determine whether the modern Georgian business is actively engaged in accounting with the help of accounting programs. The result was that only 1.6% of the respondents use the old method of handwriting, the remaining 98.4% of the respondents actively use accounting programs.
Both Georgian and foreign literature and articles were used during the preparation of the paper.
URI: https://openscience.ge/handle/1/2787
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Vera Grigoriani Samagistro.pdfსაბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ბიზნესში1.12 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

5
checked on Feb 3, 2022

Download(s)

3
checked on Feb 3, 2022

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.