Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2774
Title: აგროდაზღვევა, როგორც ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი საქართველოში
Agrikultural insurance as one of the main mechanisms of economic and social security of farms in Georgia
Authors: მაზიაშვილი, ბაქარ 
Maziashvili, B. 
Advisor: ჭიოტაშვილი, დავით 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს აგროსექტორი
აგროდაზღვევა
სახელმწიფო პროგრამები
Issue Date: 2020
Abstract: 
საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა კაცობრიობა, საზოგადოების სამართლებრივი და ეკონომიკური ფორმაციები და ამ განვითარების პროცესში ჩნდებოდა ისეთი რისკები, რომლებიც საზოგადოების წინსვლას და შემდგომ განვითარებას საფრთხეს უქმნიდა, აუცილებელი ხდებოდა ამ რისკების უზრუნველსაყოფად ახალი მექანიზმებისა და ბერკეტების შექმნა. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ქვეყნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეძებდნენ ამ რისკების გაჭარის გზებს, რომელიც მორგებული იქნებოდა თავისი მოსახლეობის ცხოვრების სტილზე, შემოსავლების დონესა და საქმიანობის ტიპზე. ერთ-ერთ ასეთ დიდი რისკს ქვეყნის ეკონომიკისთვის, წარმოადგენდა ბუნების სტიქიური მოვლენები და სხვადასხვა ხასიათის სადაზღვეო შემთხვევები რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში აგრობიზნესით დაკავებულ სუბიექტებს, ამიტომ მრავალი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდებოდა ქვეყნის აგრარულ სექტორზე ზრუნვა.
ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის დაცვის მიმართულებით და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2014 წელს დაიწყო და უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზნანია სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის ბუნების სტიქიური მოვლენების რისკებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევებისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
ნაშრომის ძირითადი მიზანია, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ საქართველოს აგროსექტორში არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფოს როლი აგროდაზღვევის პროექტის განხორციელებასა და მისი გავლენა ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებაზე. ნაშრომში გადმოცემულია, თუ რა სტრუქტურული, საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებები გაიარა საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამებმა და რა სახე აქვს მას დღეს, ვინ არიან მოსარგებლეები და რა რეგულაციებით ხორციელდება ეს პროცესი. გამომდინარე აქედან, ჩვენი საკვლევი თემა აქტუალურად მიგვაჩნია.

During the centuries a society was developing with its legal and economic formations and in the process of this development new risks were rising that could threat further development of the society. It was necessary to create new mechanisms and approaches to provide those risks. In different parts of the world countries were seeking ways independently of each other to solve those risks that would be customized to the style of its population, level of the income and activities. Natural disasters represented one of such a great risks for countries’ economy that could hardly damage country’s economy and agribusiness units. Thus, providing country’s agrarian sector became the important priority for the most of states.
In the recent years important steps have been taken by the government for protecting agrarian sector and several important projects have been implemented. One of them is the state program of agro insurance that started in 2014 and has been in progress for six years.
The purpose of the project is to promote agrarian activities and compensation for losses incurred in insurance cases, that are caused by the risks of natural disasters.
The basic principle of the work is to study and to research existing problems in agro sector of Georgia, ways to solve them and developing perspectives, the role of the state to implement agro insurance project and its influence over the development of the country’s agrarian sector.
The work describes all those structural, legislative and normative amendments related to the agro insurance state programs in Georgia and its current situation, all beneficiaries and the regulations for implementing the process. Therefore, our research topic seems to be actual and interesting.
URI: https://openscience.ge/handle/1/2774
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Bakar Maziashvili Samagistro.pdfაგროდაზღვევა, როგორც ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი საქართველოში1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

71
checked on May 2, 2024

Download(s)

179
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.