Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2766
Title: დასავლეთ საქართველოს მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური დახასიათება
Ampelographic and Enological Charachterisation of Rare Georgian Grapevine Varieties Originated from West Georgia
Authors: ცუკოშვილი, გვანცა 
Tsukoshvili, Gvantsa 
Advisor: მაღრაძე, დავით 
Degree Name: აგრარული მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველო
მევენახეობა-მეღვინეობა
ენდემური ვაზის ჯიშები
ჯიღაურას კოლექცია
Issue Date: 2021
Abstract: 
საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კერაა და ენდემური ვაზის ჯიშების რაოდენობით გამოირჩევა მსოფლიოში. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობამ, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, მავნე ორგანიზმების გავრცელება, მოსავლის რაოდენობაზე ორიენტირება - განაპირობა ის, რომ ჯიშების უმრავლესობის კულტივირება აღარ ხდება და ისინი მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია შემორჩენილი.
ბოლო პერიოდში, მსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებულმა კონკურენციამ მკვეთრად გაზარდა მეღვინეების ინტერესი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების მიმართ. აღნიშნული ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური შესწავლა საშუალებას მისცემს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს შეაფასონ ამა თუ იმ ჯიშის სამეურნეო და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, მოახდინონ პერსპექტიული ჯიშების შერჩევა არსებული გენოფონდებიდან, მათი კულტივირება და შედეგად -განსხვავებული სტილისა და შინაარსის ღვინის წარმოება. ამასთან, ვაზის ჯიშების ქართული გენოფონდის სრულყოფილი შესწავლა მნიშვნელოვანია სელექციონერებისთვის, რათა მოხდეს ისეთი საინტერესო მახასიათებლების მქონე გენოტიპების გამოვლენა, რომლებიც წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული მომავალ სასელექციო პროგრამებში, ახალი ჯიშების რეალიზაციის მიზნით.
ნაშრომში წარმოდგენილია ჯიღაურას კოლექციაში დაცული, დასავლეთ საქართველოს იშვიათი და ნაკლებად შესწავლილი ვაზის ჯიშების - ხროგი, ყვირა, ბეროულა, ჯინეში, ლივანური თეთრი, ქაქუთურა, ძირაგაულის შავი, ცრუ ცოლიკაური და ძელშავი საჩხერის - ამპელოგრაფიული და ენოლოგიური შესწავლის შედეგები.
ჯიშების შესწავლა განხორციელდა საერთაშორისო კვლევის მეთოდების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც შესრულდა სრული ამპელოგრაფიული, ენო-კარპოლოგიური და ენოლოგიური დახასიათება.
მიღებული კვლევის შედეგები საინტერესო იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.

Georgia is an ancient center of viticulture and winemaking and is distinguished by a large number of autochthonous grape varieties in the World. However, a combination of various factors, such as climate change, the invasion of pests and an emphasis on yield, has resulted that the most varieties being endangered for extinction and are only preserved in collection plots today.
Recently, competition in the global wine market has sharply increased the interest of winemakers in rare grape varieties.The ampelographic and oenological study of these varieties will allow experts to assess the agricultural and technological indicators of a particular variety, to cultivate promising varieties and to make different type of wines. At the same time, a scrupulous study of the gene pool of Georgian vines is important for breeders in order to identify promising accessions with characteristics, that will be successfully used in the future breeding programs.
This work will discuss the results of research on rare and little-studied grape varieties originated from Western Georgia and preserved in Jigaura collection, including the following varieties like Khrogi, Kvira, Beroula, Jineshi, Livanuri Tetri, Kakutura, Dziragaulis Shavi, Tsru Tsolikauri and Dzelshavi Sachkheris.
The research of the varieties was carried out using, internationaly approved research methods and the complete ampelographic, eno-carpological and oenological characterization of the varieties were done.
The research results are dedicated to the experts of viticulture and winemaking and the amateur persons interesting general aspects of grape growing.
URI: https://openscience.ge/handle/1/2766
Appears in Collections:მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gvantsa Tsukoshvili Samagistro.pdfდასავლეთ საქართველოს მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური დახასიათება2.86 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

191
checked on Apr 18, 2024

Download(s)

247
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.