გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2759
სათაური: ახალი ტერორიზმის ფაქტორი ევროატლანტიკურ სისტემაში და მოსალოდნელი გამოწვევები
The New Terrorism Factor in the Euro-Atlantic System and expected challenges
ავტორები: მაზმიშვილი, თორნიკე 
Mazmishvili, Thornike 
ხელმძღვანელი: მაისაია, ვახტანგ 
ხარისხის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო უსაფრთხოება
ტერორიზმი
ისლამური სახალიფო ხალიფატი „დაიში“
ნატო – ს კონტრტერორისტული სტრატეგია
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
21-ე საუკუნეში გლობალურ პოლიტიკაში გაიზარდა საფთხეების და გამოწვევების რაოდენობა. საერთაშორისო საზოგადოებას უწევს ისეთ საფრთხეებთან ბრძოლა, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერ დანაშაული და კიბერტერორიზმი, კრიმინალური დაჯგუფებები, მეკობრეობა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და ა.შ. ამ გამოწვევებთან ბრძოლა უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს, რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ამოცანა. თანამედროვე პერიოდში ტერორიზმი საკმაოდ ცვალებადი, მათ შორის არაპროგნოზირებადი და მზარდია, რაც ართულებს მასთან ბრძოლას. ნატო საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, აღნიშნულ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტნიორი ქვეყნებთან და საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებთან.
მოცემულ ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა ნატოს როლი ახალი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია ნატოს კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და მიდგომებზე ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. თანამედროვე პერიოდში ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე ერთ-ერთი მთვარი პრობლემა არის ახალი ტერორიზმი, რომელმაც განიცადა გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია და დღეისთვის ევროატლანტიკური უსაფრთხოებას მრავალი რისკის და გამოწვევის წინაშე აყენებს. ნატოს პოლიტიკა საკმაოდ მკაფიოა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, მას გამართული მიდგომები და სტრატეგია გააჩნია, რაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას ეფექტურად უზრუნველყოფს.

The number of dangers and challenges in global politics has increased in the 21st century. The international community has to deal with many threats. For example, such as international terrorism, cybercrime, cyberterrorism, criminal gangs, piracy, proliferation of weapons of mass destruction, etc. It must be said that combating these challenges should be the main task of every state, regional or international organization. 21st Century Terrorism is quite changeable, unpredictable and growing, which makes it really difficult to fight it. It is clear that NATO is playing a significant role in the fight against terrorism. In this process, it actively cooperates with its partner countries and international or regional organizations.
Also, in this paper we have tried to present the role of NATO In the fight against the new terrorism. Among them is a focus on NATO's counterterrorism strategy. And also approaches to combating terrorism. One of the major problems facing Euro-Atlantic security in modern times is the new terrorism that has undergone a geopolitical transformation. All of this poses many risks and challenges to Euro-Atlantic security today. NATO's policy on combating terrorism is quite clear. He has the right approaches and strategy. All this really ensures the security of the member states of the Alliance effectively.
URI: https://openscience.ge/handle/1/2759
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tornike Mazmishvili Samagistro.pdfახალი ტერორიზმის ფაქტორი ევროატლანტიკურ სისტემაში და მოსალოდნელი გამოწვევები807.84 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

184
checked on May 5, 2024

გადმოწერა

820
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.