Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2757
Title: ნატოს როლი მსოფლიო სამშვიდობო პროცესებში და თანამედროვე სამხედრო გამოწვევები
Authors: მეტრეველი, ვარდო 
Metreveli, Vardo 
Advisor: ნიკოლეიშვილი, ლევან 
Degree Name: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი - ნატო
ნატოს მიზნები და ამოცანები
Issue Date: 2021
Abstract: 
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის-ნატოს მთავარი დანიშნულება მისი წევრი-სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა პირველ რიგში.
ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება. დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია აღნიშნული პრინციპის ქმედითუნარიანობაში ეჭვის შეტანის მცდელობები.
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. მისი ქმედებები რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არასოდეს ყოფილა. ალიანსი თავის წევრებს იცავს პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით. ის ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და მიმართულია დავებისა და მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე5 მუხლი ეფუძნება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. სწორედ ნატო-ს დამსახურებაა, რომ ევროპაში უკანასკნელი 70 წლის მანძილზე მშვიდობაა დამყარებული. ამასთან, ყოველი მომდევნო გაფართოების შედეგად, ახალი წევრებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მეშვეობით, ფართოვდება უსაფრთხოების და მშვიდობის არეალი მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში. ცივი ომის დროს ნატო-ს მისია საბჭოთა კავშირისგან შესაძლო აგრესიის შეკავება იყო და ეს წარმატებით გამოსდიოდა. ამ პერიოდში,ნატოს ძალები არც ერთ სამხედრო კონფლიქტსა თუ კრიზისში ჩართული არ ყოფილან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უსაფრთხოების ახალი გამოწვევები გაჩნდა, ნატო-ს ფუნქციები კი უფრო გაფართოვდა. საფრთხე აღარ იყო შეზღუდული რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით და ალიანსმაც გამოთქვა მზაობა, შეეჩერებინა აგრესია ყველგან, რა დროს და საიდანაც უნდა წარმოშობილიყო ის. ფაქტი ერთია, რომ ნატოს ჩართულობით, 1990-იანი წლების სისხლიანმა კონფლიქტებმა დარეგულირება დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ეთნიკურმა წმენდამ, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი შეიარაღებულმა კონფლიქტმა, ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციების დაწყებისკენ უბიძგა.
ნატო-ს ოპერაციების შედეგად: ბოსნიაში გაფორმდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოსნიელ სერბებსა და ბოსნიელ ხორვატებს შორის შეიარაღებული შეტაკებები დაასრულა,ჩრდილოეთ მაკედონიაში კი, დაიდო სამშვიდობო შეთანხმება ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობასა და ამბოხებულ ალბანელებს შორის, რის შედეგადაც ალბანელთა სეპარატიზმი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომირ შემდეგ, სწორედ მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატო,ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდობა და სოლიდარობა ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით.

NATO's role in world peace processes and modern military challenges In the modern world, NATO is not an offensive but a defense organization and its main principle is to ensure the security of member states. NATO regulates the security of member states under Article 5 of the North Atlantic Treaty, according to which an attack on one member is considered an attack on the Alliance as a whole. Attempts to cast doubt on the validity of this principle are unsubstantiated and devoid of argument. The North Atlantic Treaty Organization was established to ensure peace. His actions have never been directed against any state. The Alliance protects its members by political and military means. It promotes democratic values and aims to resolve disputes and ongoing conflicts peacefully.
One of the key principles of the North Atlantic Alliance is collective defense. Article 5 of the NATO North Atlantic Treaty is based on the principle of collective defense, according to which an armed attack on one or more states is considered an attack on all NATO member states.
It is to NATO's credit that peace has been established in Europe for the last 70 years. However, with each subsequent expansion, the area of security and peace across the Euro-Atlantic area is expanded by providing security guarantees for new members. During the Cold War, NATO's mission was to deter possible aggression from the Soviet Union, and it was successful. During this period, NATO forces were not involved in any military conflict or crisis. After the collapse of the Soviet Union, new security challenges arose, and NATO's functions expanded. The threat was no longer limited to any particular location and the Alliance also expressed its readiness to stop the aggression everywhere, at what time and from where it was to originate. The fact is that with the involvement of NATO, the bloody conflicts of the 1990s began to be settled. The ongoing ethnic cleansing in Bosnia-Herzegovina and the armed conflict in northern Macedonia have prompted NATO to launch peacekeeping operations. As a result of NATO operations: the Dayton Peace Accords were signed in Bosnia, ending armed clashes between Bosnian Serbs and Bosnian Croats, In northern Macedonia, a peace agreement was reached between the government of northern Macedonia and the rebel Albanians, ending Albanian separatism.
URI: https://openscience.ge/handle/1/2757
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Vardo Metreveli Samagistro.pdfნატოს როლი მსოფლიო სამშვიდობო პროცესებში და თანამედროვე სამხედრო გამოწვევები645.4 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

236
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,934
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.