Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2750
Title: სეპარატიზმის გავლენა საქართველოს ეროვნულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე
The Impact of Separatism on Georgia's National and Regional Security
Authors: ჯინჭარაძე, ანი 
Jintcharadze, Ani 
Advisor: მაისაია, ვახტანგ 
Degree Name: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სეპარატიზმის გავლენა
საერთაშორისო უსაფრთხოება
აფხაზური და ოსური სეპარატიზმი
კოსოვოსა და საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტები
Issue Date: 2021
Abstract: 
სეპარატიზმი არის გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. იგი იმ ასიმეტრიულ საფრთხეთა შორისაა, რომელიც განსაზღვრავს რეგიონალურ და მსოფლიო პოლიტიკას. სეპარატიზმი უდიდესი საფრთხის შემცველია დღევანდელი მსოფლიო წესრიგისთვის. სეპარატისტული კერები ანტარქტიდის გარდა თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება და ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მასთან დაკავშირებული პრობლემები. სეპარატიზმისგან მომავალი უდიდესი საშიშროება მის ჯაჭვურ რეაქციაში მდგომარეობს. ერთ ქვეყანაში სეპარატისტული ძალების წარმატება, დიდი ალბათობით გამოიწვევს დანარჩენ ქვეყნებში სეპარატისტული განწყობების მომრავლებას, რამაც თავისუფლად შეიძლება მსოფლიო ქაოსამდე მიიყვანოს. საერთაშორისო საზოგადოება კარგად აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს სეპარატიზმისგან. საერთაშორისო სამართალი გმობს აგრესიულ სეპარატიზმს და იცავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს.
მოცემულ ნაშრომში შევეცადე წარმომეჩინა სეპარატიზმის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეროვნულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. შევისწავლე საქართველოს სეპარატისტული კერები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით და საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით შევაფასე მათი სეცესიისკენ სწრაფვის ლეგიტიმურობა. ამასთანავე განვიხილე რუსეთის, როგორც ამ პროცესებში აქტიურად ჩართული აქტორის როლი. კერძოდ, ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის საჭირო წინაპირობებისა და კრიტერიუმების საფუძველზე შევაფასე საქართველოში მისი სამხედრო ინტერვენციის მართებულობა.

Separatism is one of the main challenges to international security. It is among the asymmetric threats, that define regional and global politics. Separatism became the greatest threat to a new world order. Separatist hotbeds are found on almost every continent except Antarctica, and many countries have problematic issues with it. The main danger of separatism lies in its domino effect. The success of separatist regions in one country can increase separatist movements in other countries, that will cause world chaos and damage international security. The international community is well aware of the threats coming from separatism. International law is against of aggressive separatism and defend the principle of the inviolability of the territorial integrity of the state.
In this paper, I have tried my best to illustrate the negative impact of separatism on state’s national and regional security. I have studied the separatist movements of Abkhazia and Tskhinvali region and according to international legal point of view, I’ve assessed the legitimacy of their secession. I have also discussed the role of Russian Federation, as an actor actively involved in these processes. In particular, based on the preconditions and criteria required for humanitarian intervention, I have assessed the validity of Russia’s military intervention in Georgia.
URI: https://openscience.ge/handle/1/2750
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ani Jintcharadze Samagistro.pdfსეპარატიზმის გავლენა საქართველოს ეროვნულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე738.31 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

256
checked on Apr 20, 2024

Download(s)

858
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.