Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2686
Title: რეგულირების პრობლემები საქართველოს საფინანსო ბაზარზე და მათი გადაჭრის გზები
Authors: ყანჩელი, ანა 
Advisor: სვანაძე, ვახტანგ 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში
Degree Discipline: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ფინანსური ბაზარი
საქართველოში საკრედიტო სისტემა
ეროვნული ბანკი
Issue Date: 2021
Abstract: 
საფინანსო ბაზარი მეტად რთული და საინტერესო სისტემაა, მისი სრულყოფა და გამართული მუშაობა კი ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის საწინდარია. ეკონომიკას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს კაცობრიობის განვითარებაში, საფინანსო ბაზრების წინსვლა კი ეკონომიკური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია.
საფინანსო ბაზრის ყველა სეგმენტს უნდა გააჩნდეს საკუთარი მარეგულირებელი ორგანო. საქართველოში საკრედიტო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკია. მას გააჩნია მთელი რიგი თავისებურებები და საფინანსო ბაზრის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და ყოველდღიურად თამაშობს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც.
დღესდღეობის საქართველოს საფინანსო ბაზრის წარმატება საბანკო გარკვეულ სეგმენტებზე მოდის. კონკრეტულად ეს არის საბანკო სექტორი, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარს, რომელსაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრად უკანა პლანზე დგას.
ამის მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ მთავარ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, საქართველოშიც მეგარეგულატორის არსებობა ხელს არ უწყობს საფინანსო სექტორებს შორის კონკურენციის ზრდას. შესაბამისად მიზანშეწონილია საქართველოს საფინანსო ბაზარს ჰყავდეს დამოუკიდებელი რეგულატორი.

The financial market is a very complex and interesting system and its perfection and flawless work are the preconditions for the progress and prosperity of the country. The economy holds a very large place in the development of mankind and the advancement of the financial markets is directly related to economic success.
Every segment of the financial market should have its own regulatory body. The regulatory body for the credit system and the capital market in Georgia is the National Bank. It has its number of features and till this day it’s playing an enormous role in the development of the financial market, but there is another side as well.
Nowadays, the success of the Georgian financial sector falls on a certain division of the banking sector. Specifically, it is the banking sector, whereas, Securities market, which is highly prioritized in any developed country, is still far behind in Georgia.
There are several reasons for this, but the main one is that, as in many developing countries, the existence of the mega regulator in Georgia, doesn’t help to increase the competition between the financial sectors. Therefore, it is advisable for the Georgian capital market to have an independent regulator.
URI: https://openscience.ge/handle/1/2686
Appears in Collections:ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Kancheli Samagistro.pdfრეგულირების პრობლემები საქართველოს საფინანსო ბაზარზე და მათი გადაჭრის გზები1.31 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

74
checked on May 3, 2024

Download(s)

126
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.