Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2680
Title: პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერეტ სივრცეში
Authors: ბაზუაშვილი, სალომე 
Advisor: საჯაია, ლიკა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Laws
Degree Discipline: შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი
Comparative Private and International Law
Institution: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 
Keywords: პერსონალური მონაცემების დაცვა
ანონიმირებული და ფსევდონიმირებული მონაცემები
Big Data- დიდი მონაცემები
საქართველო და პერსონალური მონაცემების დაცვა
Issue Date: 2021
Abstract: 
ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ინტერნეტის გამოყენება დღითიდღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. 21-ე საუკუნე სწორედ ინტერნეტის და ტექნოლოგიების საუკუნედ მოიაზრება. ინტერნეტი სასიცოცხლო და მამოძრავებელი ძალა გახდა საზოგადოების, სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენს მიერ განხორციელებული მოქმედება ინტერნეტ სივრცეში ტოვებს გარკვეულ კვალს და სადღაც ფიქსირდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ადამიანების და მათი ქცევის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
მსოფლიო საზოგადოება ყოველღიურად ახორციელებს ინტერნეტში კომუნიკაციას, ისინი იხდიან გადასახადებს, აწარმოებენ აღრიცხვებს, ეს აქტივობები კი თავისთავად პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. სწორედ ინტერნეტის განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც წარმოშვა საჭიროება პერსონალური მონაცემების დაცვისა. პერსონალური მონაცემების დაცვამ კი უამრავი პრობლემა წარმოშვა და საჭირო გახდა მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და რეგულირება.
წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს პერსონალური მონაცემების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს, ასევე, გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრეცედენტულ საქმეებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.
ასევე, კვლევა მიმოიხილავს ევროკავშირის პრაქტიკას პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, მის რეგულაციებს,კერძოდ : „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია“ (GDPR) და კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ, ევროკავშირის მისწრაფებას უკეთ დაიცვას ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში.
ნაშრომის მიზანია შეისწავლოს სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით და პარალელი გავავლოთ საქართველოსთან და შევაფასოთ შესაძლებელი იქნება თუ არა მსგავსი მიდგომების განხორციელება საქართველოში, შევისწავლოთ პრობლემები და მკითხველს დავანახოთ თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინტერნეტში.
წინამდებარე ნაშრომი არის ჩემ მიერ დამოუკიდებლად შესრულებული. ნაშრომის ის ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს/დასკვებს, აკადემიური წერის სტანდარტების გათვალისწინებით, მითითებულია შესაბამისი სქოლიოები. აღნიშნული დეტალები ნაშრომს ხდის პლაგიარიზმისგან თავისუფალს.

In the wake of the development of digital technologies, the use of the Internet is becoming more and more relevant. The 21st century is considered to be the century of the Internet and technologies. The Internet has become a vital and driving force for society. That is why we must remember that each our actions in the internet space leavses a certain trace and is recorded somewhere. Collecting and processing data on people and their behavior is becoming more and more important challenge every day.
The world society communicates on the Internet every day, they pay taxes, keep records, etc. All these activities in themselves require the sharing of personal data. The development of the Internet and the technological progress are one of the reasons that led to the need to protect personal data. As for the protection of personal data, it has created many problems and, consequently, it became necessary to bring it into the legal framework and regulate it.
The present thesis reviews the current/contemporary challenges and problems of personal data protection, harewith, introduces the precedent cases and court decisions related to this issue.
The present research also reviews the EU’s practices regarding the protection of personal data and its regulations, namely: the EU General Data Protection Regulation (GDPR) and the Convention on the Proteciton of Individuals with Regard to Automatic Processing of Personal Data and the EU aspiration to better protect people’s personal information on the Internet, as well.
The aim of the present thesis is to study the situation in other contries in terms of personal data protection, draw a parallel with Georgia and assess whether it will be possible to
implement similar approaches in Georgia, also to explore the problems and show the readers what kind of dangers may result from their actions on the Internet.
The present work is independently performed by me. The part of the paper that is not my personal opinion / conclusion, according to the standards of academic writing, has the relevant footnotes. These details make the paper free from plagiarism.
URI: https://openscience.ge/handle/1/2680
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Salome Bazuashvili Samagistro.pdfპერსონალური მონაცემების დაცვა ინტერეტ სივრცეში969.37 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

256
checked on Apr 25, 2024

Download(s)

366
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.