Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2651
Title: საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასება
Authors: შარაშიძე, ჯემალ 
Advisor: ცინარიძე, რ. 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: საინვესტიციო პროექტები
საინვესტიციო გარემო საქართველოში
ქართული კომპანიები
Issue Date: 2021
Abstract: 
კაპიტალის გადინება გლობალურ სამყაროში სხვადასხვა ტენდენციებით ხასიათდება, ეს ტენდენციები ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, სწორედ რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ინვესტიციებს და სწორად გათვლილ საინვესტიციო პროექტებს. პროექტების ფორმირება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსათვისაც აქტუალური და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც ხდება.
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ინვესტიციებთან, კერძოდ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. დახასიათებულია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე, აღწერილია თუ როგორ მოქმედებს საინვესტიციო პროექტები ქვვეყნის ეკონომიკაზე. განხილულია, თუ როგორი ეფექტიანობით ხასიათდება ინვესტიციები და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდების თავისებურებანი, მისი განვითარების პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში.
სამაგისტრო ნაშრომში ასევე განხილულია ინვესტიციების დაფინანსების წყაროები, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით არსებული და პოტენციური ინვესტიციები მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. შევეცადეთ მოგვეხდინა ქვეყანაში არსებული მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხილვა, ადგილობრივი ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში სასურველი საინვესტიციო გარემოს პირობების განსაზღვრა-დასაბუთება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებას.
ნაშრომში მოცემულია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ესმით საზოგადოებას ინვესტიციები და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და აგრეთვე თუ როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის.

Capital outflow is characterized by various tendencies in the global world. These tendencies have significant impact on a country’s economy. That is exactly the investments and accurately calculated investment projects that make a great contribution into the development of the country’s economy. Formation of such projects is becoming actual and even necessary in many cases for the countries with transitional economy, including Georgia.
Theoretical and practical issues related to the investments, particularly to the investment projects are discussed in this Master Thesis. The investment climate of the country and the factors which have impact on the development of the investment projects are described. It describes how the investment projects affect the country’s economy. It discusses the efficiency the investments have and the features of assessment methods of the investment projects related to them, problems and opportunities of its development in Georgia.
The Master Thesis also discusses the sources to finance the investments, existing and potential investments considering the investment climate of our country, and their importance for the development of the country’s economy. We tried to discuss the large investment projects existing in the country, to determine-substantiate the conditions of the preferred investment environment to attract the local investments, which significantly determines the development of the investment environment of the country.
The Thesis provides a research on how the society understands investments and the events related to them, their pros and cons and also what kind of investment environment is there in Georgia for the local and foreign investors.
URI: https://openscience.ge/handle/1/2651
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Jemal Sharashidze Samgistro.pdfსაინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასება1.75 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

14
checked on Dec 4, 2021

Download(s)

3
checked on Dec 4, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.