გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2635
სათაური: სოციალური მუშაკის ინსტიტუტი თანამედროვე საქართველოში
ავტორები: მამულაძე, შორენა 
Mamuladze, Shorena 
ხელმძღვანელი: მურადიშვილი, ხათუნა 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკa
სოციალური მუშაკი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ პოლიტიკა
სახელმწიფოს საჯარო პოლიტიკა
ჯანდაცვის პოლიტიკა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საზოგადოება და მისი განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მისი შექმნის დღიდან. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა სახელმწიფოს ფორმები, სტრუქტურა, მართვის პოლიტიკა, მაგამ უცვლელი რჩება საზოგადოების ფენომენი სახელმწიფოში. თავად სახელმწიფოს მთავარი ნიშანიც არის საზოგადოება, ანუ თუ არ არსებობს საზოგადოება არაა სახელმწიფოც, თუმცა მსოფლიოში არიან ერები რომელთაც არა აქვთ სახელმწიფო. ზუსტად ამ მოცემულობაშია მთავარი არსი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისა - მიუხედავად სახელმწიფოებრივი კუთვნილებისა და ეროვნებისა ადამიანთა უფლებების დაცვა წარმოადგენს ამ გიგანტური ორგანიზაციის მთავარ მამოძრავებელ ღერძს.
რასაკვირველია როცა არის გამოკვეთილი სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოების უმრავლესობა ერთი გენეტიკის მქონე ერია და ასევე სხვადასხვა ერებიც რომლებიც თავისუფლად და თანასწორუფლებიანად თანაცხოვრებენ ამ სახელმწიფოში, მათზე ზრუნვა ბევრად უფრო მოსა ხერხებელია და სამართლებრივი რეგულაციის ჩარჩოებში ექცევა.
საზოგადოების ყველა წევრი როდია თანაბარი შესაძლებლობების მქონე, არიან შეჭირვებული, მზურველობამოკლებული, მარტოხელა, მოხუცებული ადამიანები და ოჯახები, რომლებზეც ზრუნვა სახელმწიფოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს. უფრო მეტიც, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს ამგვარი ადამიანების თვითერეალიზაციასა და ჩაბმას ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში, რათა ერთის მხრივ მოხდეს მათი რეაბილიტაცია და მეორეს მხრივ სახელმწიფოსათვის, განსაკუთრებით ისეთი პატარა სახელმწიფოსათვის როგორიც საქართველოა, თვითეული ადამიანი უდიდესი რესურსია და მისი დაკარგვა დიდ დეფიციტს შექმნის.
აქედან გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი როგორიცაა სოციალური სამსახური, კერძოდ კი სოციალური მუშაკის როლი საზოგადოების სწორ და ეფექტურ ინტეგრაციაში. სხვადასხვა საკანონმდებლო მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილია სოციალური სამსახურისა და მუშაკის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც იკვეთება თუ როგორ არეგულირებს სახელმწიფო სამართლებრივად აღნიშნულ საკითხს, ასევე განხილულია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით რა მიღწევები და გამოწვევებია საქართველოში სოციალური მუშაკის საქმიანობსთან დაკავშირებით და როგორ ხორციელდება მათი საქმიანობა.
საბოლოო ჯამში შეჯამებულია ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხები, რომლის საფუძველზეც წარმოდგენილია რეკომენდაციები დასკვნის სახით.

One of the main tasks of the state was the society and its development from the day of its creation. The forms, structure, management policy of the state have changed over the centuries, but the phenomenon of society in the state remains unchanged. The main sign of the state itself is the society, that is, if there is no society, there is no state, although there are nations in the world that do not have a state. In this context, this is the essence of human rights and freedoms - protecting human rights regardless of state ownership and nationality is a major driving force behind this gigantic organization.
Of course when there is a distinct state in whose territory the majority of the population is a nation with the same genetics, as well as the various nations that coexist freely and equally in this state, caring for them is much more convenient and within the framework of legal regulation.
Not all members of society have equal opportunities, they are needy, neglected, lonely, elderly people and families, the care of which is the main task of the state. Moreover, the state should do its best to promote the self-realization and involvement of such people in their daily professional life, in order to rehabilitate them on the one hand, and on the other hand, for the state, especially for a small state like Georgia, each person is a great resource and its loss will create a big deficit.
Therefore, the master's thesis discusses the most important institutions such as social work, in particular the role of the social worker in the proper and effective integration of society. Based on various legislative materials, legislative acts regulating the activities of the social service and the employee are presented, which turns out how the state legally regulates this issue, It also discusses, based on practical examples, the achievements and challenges related to the activities of social workers in Georgia and how their activities are carried out.
Finally, all the above issues are summarized, on the basis of which the recommendations are presented as a conclusion.
URI: https://openscience.ge/handle/1/2635
ჩანს კოლექციებში:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Shorena Mamuladze Samagistro.pdfსოციალური მუშაკის ინსტიტუტი თანამედროვე საქართველოში604.87 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

184
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

637
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.