Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2634
Title: ქალის როლი საჯარო სივრცეში - გენდერული თანასწორობა
Authors: პაქსაძე, სალომე 
Advisor: ბერიძე, ბესიკ 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: გენდერული თანასწორობა
ქალთა განათლება
ქალთა კარიერა
ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ სარბიელზე
Issue Date: 2021
Abstract: 
ჩვენს წარსულს და ისტორიას თუ კი გადავხედავთ ქალს მამაკაცთან შედარებით ჰქონდა ნაკლები უფლებები, შეზღუდული იყო როგორც პროფესიის არჩევის კუთხით, ასევე შემდგომში რთული იყო მისთვის სასურველი სამსახურის დაწყება. თავიდანვე ქალი აღიქმებოდა, როგორც ოჯახის ბურჯი, მის ძირითად მოვალეობაში კი შედიოდა ოჯახის და შვილების მოვლა-პატრონობა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, გლობალიზაციამ და ახალმა გამოწვევებმა რამოდენიმე საფეხურით წინ წამოწია ქალის როლი, ეს იქნება პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში. რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა ოჯახზე და შვილებზე თქვა უარი, პირიქით ამ ყველაფერთან ერთად მის მოვალეობებს დაემატა სამსახურის უფლება-მოვალეობები. შეიცვალა მისთვის დღის განრიგი, თუ კი მთელ დროს უთმობდა ოჯახს, ეხლა უკვე დღის განრიგი უნდა გადაანაწილოს როგორც ოჯახზე, ასევე სამსახურზეც. რათქმაუნდა ამისათვის საჭიროა დროის მენეჯმენტის რაციონალური გამოყენება და დღის გეგმის შემუშავება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი აღიქმებოდა სუსტ სქესად საუკუნეების მანძილზე მისმა ძლიერმა მხარეებმაც ჰპოვეს აღიარება. ყოველთვის მეტნაკლებად იყო აღქმული და გაგებული ის ფაქტი, რომ ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი იმისა, რომ აქტიურად ეძებოს ყველა პრობლემიდან გამოსავალი, მარტივად ნახოს მისი გადაჭრის გზები და გამჭრიახი გონებით საქმე მიიყვანოს სასურველ შედეგამდე. თუმცა ამ ყოველივეს სამწუხაროდ ბევრი ვერ აღიარებდა და დღემდეც არის ეს ტენდენცია ასე თუ ისე შემორჩენილი მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვართ. ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევადობა და ეს დამოკიდებულება, ეს დაყოფა მალევე უნდა ჩაბარდეს წარსულს.
სწორედ ამ სტერეოტიპებმა და საზოგადოების დამოკიდებულებამ გადამაწყვეტია მემუშავა აღნიშნულ საკითხზე. ვეცდები ჩემი მოკლე მიმოხილვით მკვეთრად გამოვხატო პრობლემატიკა და ვისაუბრო მისი აღმოფხვრის გზებზე. ამით მცირეოდენ წვლილს მაინც შევიტან და შევეცდები უმნიშვნელოდ მაინც შევცვალო საზოგადოების დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

If we look at our past and history, even if a woman had fewer rights than a man, she was limited both in terms of choosing a profession, and in the future it was difficult for her to start the job she wanted. From the very beginning, a woman was perceived as a pillar of the family, and her main responsibilities included caring for the family and children. The current processes in the world, globalization and new challenges have raised the role of women by several steps, be it in political or economic issues. Of course, this does not mean that a woman has given up on her family and children, on the contrary, along with all this, her rights and responsibilities have been added to her duties. The agenda has changed for him, if he devoted all his time to the family, now he has to redistribute the agenda both for the family and for work. Of course, this requires the rational use of time management and the development of a daily plan.
Although a woman was perceived as the weaker sex for centuries, her strengths also gained recognition. It has always been more or less perceived and understood the fact that a woman has some special ability to actively seek solutions to all problems, easily find ways to solve them and with a clear mind the case will lead to the desired result. However, unfortunately, not many people recognized all this, and this trend is still more or less preserved, even though we are in the twenty-first century. In my opinion there should be no distinction between strengths and weaknesses and this attitude, this division should soon be a thing of the past.
It is these stereotypes and attitudes of the society that are decisive for me to work on this issue. I will try to sharply express the problem with my short review and talk about the ways to eliminate it. I will make at least a small contribution and I will try to change the attitude of the society towards gender equality at least slightly.
URI: https://openscience.ge/handle/1/2634
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Salome Paksadze Samagistro.pdfქალის როლი საჯარო სივრცეში - გენდერული თანასწორობა917.07 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

752
checked on Apr 26, 2024

Download(s)

2,239
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.