Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2633
Title: ნეპოტიზმის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორები და მისი პრევენცია
Authors: სურმანიძე, ნონა 
Surmanidze, Nona 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: ქართულ საჯარო მმართველობით სივრცე
ნეპოტიზმი
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია
Issue Date: 2021
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება დღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს: ნეპოტიზმსა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებს დღევანდელ ქართულ საჯარო მმართველობით სივრცეში. ნეპოტიზმის საკითხი თანამედროვე რეალობაში მეტად აქტუალურია და ბევრი რამ არის დაწერილი ამ საკითხის ირგვლის, თუმცა ნაშრომის სიახლე მისი ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა და პრევენციული ზომების საკითხებია. ნეპოტიზმი განხილულია, როგორც არაეთიკური ქცევა და წარმოდგენილია მისი აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმები.
ნაშრომში განხილულია თანამედროვე საჯარო მართვის პრინციპები და ღირებულებები, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო მმართველობით სისტემაში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ეთიკას, ასევე ყურადღებაა გამახვილებული პროფესიული ეთიკის საკითხებზე მორალურ ჭრილში, რომელიც სამსახურში მიღების გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ნაშრომში, ასევე, საუბარია ნეპოტიზმის წარმოშობისა და განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებზე, რამდენად „ახლო ურთიერთობა“ აქვთ საქართველოს საჯარო სტრუქტურებსა და ნეპოტიზმს და ბოლოს, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რომ აღმოიფხვრას ნეპოტიზმი, რომელიც გამოიხატება უთანასწორობაში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში და უპატივცემულობაში.
სამაგისტრო ნაშრომში გამოყენებულია სამეცნიერო იდეების ანალიზი, რომლის გაანალიზების შემდეგ, ნაშრომის აქტუალობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, თუ რამდენად მძიმე და უარყოფითი მნიშვნელობა აქვს ახლობლების გავლენით დასაქმებულ პირს როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის, რამეთუ ნეპოტიზმი სპობს მოტივაციას და შესაძლებლობებს და დასკვნის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება საჯარო სტრუქტურებს აღნიშნული მანკიერი მიდგომის აღმოფხვრაში და უკეთესი, თანასწორი ურთიერთობების დამკვიდრებაში.

The master's thesis is dedicated to one of the most talked-about issues today: nepotism and the problems caused by it in the current Georgian public structures. The issue of nepotism is very relevant in modern reality and a lot has been written about it, however, the novelty of the paper is the study of its contributing factors and the issues of preventive measures. Nepotism is considered unethical behavior and effective mechanisms for its elimination are given.
In the paper are discussed the principles and values of modern public management and human resource management strategies. Given that ethics is of paramount importance in the public administration system, there is also a focus on ethical issues in the professional context, which calls into question the transparency of recruitment.
The paper also discusses the factors contributing to the origin and development of nepotism, the "close relationship" between Georgian public structures and nepotism, and finally, what effective steps should be taken by the state to eliminate nepotism, which manifests itself in inequality, inhuman and degrading treatment.
The analysis of scientific ideas is used in the master's thesis, after the analysis of which, based on the relevancy of the thesis, it was revealed as to how serious and how negative the influence of relatives is for the country and each person because nepotism suppresses motivation and opportunities. In conclusion, recommendations are presented that will help public structures to eliminate this vicious approach and establish better, more equal relations.
URI: https://openscience.ge/handle/1/2633
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nona Surmanidze Samagistro.pdfნეპოტიზმის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორები და მისი პრევენცია1.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

311
checked on Apr 24, 2024

Download(s)

631
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.