Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2627
Title: სასწავლო თამაშების/მეთოდების დანიშნულება უცხო ენის სწავლების პროცესში
Authors: ირემაძე, ხატია 
Advisor: ჩურკვეიძე, თამილა 
Degree Name: განათლების მაგისტრი
Degree Discipline: განათლება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: უცხო ენის სწავლება
სასწავლო თამაშების როლი და მნიშვნელობა
მოსწავლეთა მოტივაცია
სხვადასხვა უნარების განმავითარებელი მეთოდები
Issue Date: 2021
Abstract: 
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში „სასწავლო თამაშების/მეთოდების დანიშნულება უცხო ენის სწავლების პროცესში“ წარმოდგენილია თამაშების როლი და მნიშვნელობა სკოლებსა და სასწავლო პროცესში, აგრეთვე ის თუ რამდენად ეხმარება სასწავლო აქტივობები უცხო ენის სწავლების პროცესის გამარტივებას.
გამოყენებულია როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: ემპირიულ კვლევა, მასწავლებელთა მასობრივ გამოკითხვა და მოსწავლეთა გამოკითხვა. რაც შეეხება კვლევის მიზანს, თეორიული მასალის საფუძველზე, გამოკითხვების შედეგების ანალიზსა და ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით, დადგინდა თუ რამდენად აქტიურად იყენებენ პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს უცხო ენის შესწავლისას, რამდენად არიან ბავშვები ჩართული მასში და რამდენად ზრდის ეს აქტივობები მოსწავლეებში მოტივაციას, უწყობს თუ არა ის ხელს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას.
უცხო ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის აუცილებელია ენის შემსწავლელთა მოთხოვნების და საჭიროებების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ მასწავლებლები ცდილობენ საგაკვეთილო პროცესი სხვადასხვა აქტივობებით გაამრავალფეროვონ და მათვის საინტერესო გახადონ. შესაბამისად აღნიშნული თემა საკმაოდ აქტუალურია.
გარდა თეორიული ნაწილისა, დასკვნით ნაწილში წამოდგენილია კვლევისათვის საჭირო კითხვარი და მიღებული შედეგების პროცენტული ცხრილი, რაც ნათლად ასახავს თემის აქტუალურობასა და საჭიროებას.

The presented master's thesis "The purpose of learning games / methods in the process of foreign language teaching" introduces the role and importance of games in schools and the learning process, as well as the extent to which learning activities help to simplify the process of learning a foreign language.
Both qualitative and quantitative research methods, such as empirical research, mass teacher survey and student survey are used. As for the purpose of the research, based on theoretical material, analysis of survey results and empirical research, it was found out how actively teachers use different learning activities in learning a foreign language, how intensively children are involved in them and whether these activities support to increase students' motivation and develop the learning skills.
Interest in foreign languages is growing day by day. In order to manage the learning process successfully, it is necessary to take into account the requirements and needs of language learners. This is why teachers try to diversify the lesson process with different activities and make it interesting for students. Accordingly, this topic is quite relevant.
In addition to the theoretical part, the final part presents the questionnaire required for the research and the percentage table of the obtained results, which clearly reflects the urgency and need of the topic.
URI: https://openscience.ge/handle/1/2627
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Khatia Irmadze Samagistro Nashromi.pdfსასწავლო თამაშების/მეთოდების დანიშნულება უცხო ენის სწავლების პროცესში768.2 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

174
checked on May 1, 2024

Download(s)

580
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.