Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2612
Title: გაზეთი ,,დროება“ ქართული ლიტერატურის სამსახურში
Authors: სანიკიძე, ცისნამი 
Advisor: კუკულაძე, ლელა 
Degree Name: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
Degree Discipline: ფილოლოგია
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: მე-19 საუკუნის 60-იანი წლების საქართველო
გაზეთი ,,დროება“
ქართული ინტელიგენციის ეროვნული სულისკვეთება
გაზეთის პუბლიცისტური შინაარსი
ქართული ლიტერატურის განვითარება
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომი მოიცავს ქართული პუბლიცისტიკის მეტად საინტერესო და შინაარსიანი გამოცემის - გაზეთ ,,დროების“ დაარსების ისტორიას. ეს არის ისტორია მე-19 საუკუნის 60-80-იანი წლებისა, როდესაც განსაკუთრებულად მძაფრი და წინააღმდეგობრივი იყო არა მხოლოდ ქართული საგამომცემლო საქმიანობა, არამედ, ზოგადად, ქართული საზოგადოებრივი აზროვნება და ცხოვრება. ნაშრომი შედგება შესავლისა და ხუთი თავისაგან. შესავალ ნაწილში ვსაუბრობთ ქართული ინტელიგენციის ეროვნულ სულისკვეთებაზე, რომელიც გაზეთ ,,დროების“ გამოცემასთან დაკავშირებით გამჟღავნდა. ნაშრომის პირველი თავი მოიცავს მე-19 საუკუნის 60-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარების ზოგად მიმოხილვას, ნაშრომის მე-2 თავი კი ეხება უშუალოდ გაზეთის დაარსების ინიციატივას და ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელებას, მესამე თავში წარმოდგენილია გაზეთის პუბლიცისტური შინაარსი, ის ძირითადი თემები და საკითხები, რომელსაც ,,დროების“ პუბლიცისტები ეხებოდნენ; ნაშრომის მეოთხე თავში განვიხილავთ გაზეთის ევროპულ სულისკვეთებასა და ხასიათს, ასევე მის პოზიციას ეროვნული ერთიანობისა და მთლიანობის თვალსაზრისით, რომელიც იმდროინდელი აჭარის და ზოგადად სამუსლიმანო საქართველოს პრობლემატიკას მოიცავდა. ნაშრომის მეხუთე თავი იმ წვლილის წარმოჩენას ემსახურება, რომელიც ამ გაზეთმა შეიტანა ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში. და ბოლოს დასკვნა, სადაც საუბარია გაზეთის მნიშვნელობასა და დამსახურებაზე, რომელიც ეროვნული ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში მიუძღვის.

Work includes the history of establishing the most interesting and meaningful Georgian newspaper “Droeba”. It is a history in mid-19th century when it was the most intense and controversial not only Georgian publishing activities but also Georgian public opinion and life cycle. The work consists of the introduction, five chapters and conclusion. In the introductory part of the work are talking about the national spirit of the Georgian intelligence which was revealed in the newspaper of “Droeba”. The first chapter of the work includes a general overview of the cultural and educational situation in the middle 19th centuries. The second chapter deals with the initiative establishment and the organizational activities of the newspaper. The third chapter contains not only the publication content of the newspaper but also the main topics and issues which are referred to the publicist of “Droeba”. Writings fifth chapter presentates contribution, which this newspaper involved the development of Georgian literature. And the last fourth chapter of the work is discussed the national spirit and character of the newspaper, as well as it’s popularity in terms of national unity and integrity that covered the problems of Adjara and the whole Georgia in general. The conclusion of the work conveys the significance and merits of the newspaper which are leading to the national awareness and the establishment of national unity’s thought.
URI: https://openscience.ge/handle/1/2612
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tsisnami Sanikidze Samagistro.pdfგაზეთი ,,დროება“ ქართული ლიტერატურის სამსახურში838.34 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

125
checked on Apr 16, 2024

Download(s)

696
checked on Apr 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.