გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2605
სათაური: კატეგორიული სილოგიზმის პირველი და მეორე ფიგურა და მათი სახეობები
ავტორები: მიქელაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ზარნაძე, დავით 
ხარისხის სახელი: მათემატიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: მათემატიკა
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კატეგორიული სილოგიზმი
დედუქციური მსჯელობის ფორმა
ლოგიკა
მარტივი კატეგორიული წინადადება
I და II ფიგურის მოდუსები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება დედუქციური დასკვნების საინტერესო ნაწილს, კერძოდ: კატეგორიული სილოგიზმის პირველი და მეორე ფიგურის სახეობების განხილვას. თითოეულ ფიგურაში 64 დასკვნაა, რომელთაგან მხოლოდ ჭეშმარიტია 6, ხოლო დანარჩენი მცდარია. ჭეშმარიტი და მცდარი დასკვნები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ მხოლოდ ამ საკითხებში განსწავლულ პიროვნებას შეუძლია მათი გარჩევა. ჩვენი თემის ამოცანაც სწორედ კატეგორიული სილოგიზმის I და II ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი დასკვნების და ჭეშმარიტი მოდუსების ტოლფასობის დამუშავებაა. მოცემული საკითხის მარტივად აღქმის მიზნით კვლევის მეთოდად გამოვიყენებთ ეილერ-ვენის დიაგრამებს, ასევე მოვიყვანთ ანალიზურ მტკიცებებს. მოცემული საკითხის აქტუალობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: აბიტურიენტების ეროვნული გამოცდების ტესტებში, სასკოლო სახემძღვანე¬ლოებში და სამაგისტრო გამოცდებზე ხშირად გვხვდება კატეგორიული სილოგიზმის შინაარსის ვერბალური სავარჯიშოები და ტესტები. შესაბამისად მისი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და მაგისტრატურაში ჩამბარებელთათვის. ჩვენი მიზანია ვუზრუნველვყოთ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების საკითხების სწავლების გასაგებ, საინტერესო ენაზე მისაწვდომობა, რადგან მის ცალკე სწავლებას მცირე ადგილი უჭირავს სასწავლო პროცესში, ხოლო მასზე მოთხოვნა კი ძალზედ დიდია. ამ მხრივ აღსანიშნავია უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი პატრიარქის ილია II-ის სიტყვები: ,,თუ ერი ანალიტიკურ აზროვნებას არ ისწავლის, ის დაიღუპება’’.
ამ საკითხებს არისტოტელე იკვლევდა ჯერ კიდევ ძვ.წ მე-4 საუკუნეში. სწორედ მისი შემოღებულია კატეგორიული სილოგიზმის ცნება. მარტივი კატეგორიული სილოგიზმი ორი წანამძღვრისა და ერთი დანასკვნისაგან შედგება. ნაშრომში დაწვრილებითაა განხილულია და შესწავლილი პირველი და მეორე ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი მოდუსები (სახეობები) ეილერ-ვენის დიაგრამებით და ანალიზური მსჯელობებით.

The master thesis is devoted to an interesting part of the deductive conclusions, namely: the discussion of the species of the first and second figures of categorical syllogism. There are 64 conclusions in each figure, of which only 6 are true and the rest are false. True and false conclusions are so similar that only a person educated in this field can discern them. The task of our topic is to process the issue of true and false conclusions of Figures I and II of categorical syllogism, and the equivalence true modus. In order to easily understand the given issue, we will use Euler-Venn diagrams as a research method, as well as provide brief analytical proof. The urgency of this issue is due to the following circumstances: Verbal exercises and tests of categorical syllogism content are often found in the national exams of entrants, school textbooks and master's exams. Therefore, its study will be especially interesting and useful for middle school students, entrants and master's students. Our goal is to provide access to comprehensible, interesting language for teaching logical-analytical thinking issues, because its separate teaching takes up little space in the learning process, and the demand for it is very high. In this regard, the words of His Holiness and Beatitude, our Patriarch Ilia II: "If the nation does not learn analytical thinking, it will die."
These issues were studied by Aristotle as early as the 4th century BC. It is he who introduced the concept of categorical syllogism. A simple categorical syllogism consists of two prerequisite and one conclusion. The paper discusses in detail the true and false modus (species) of the first and second figures with Euler-Venn diagrams and analytical reasoning.
URI: https://openscience.ge/handle/1/2605
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Mikeladze Samagistro .pdfკატეგორიული სილოგიზმის პირველი და მეორე ფიგურა და მათი სახეობები1.32 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

112
checked on May 3, 2024

გადმოწერა

400
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.