Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2604
Title: ინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული სწავლება, ეფექტიანი სასწავლო გარემო და თვალსაჩინოებები
Authors: კიღურაძე, მარიამ 
Advisor: აბაშიძე, რომან 
Degree Name: განათლების მაგისტრი
Degree Discipline: განათლება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: ინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული სწავლება
მათემატიკის გაკვეთილის წარმართვა
ბარათები მათემატიკური დავალებებით
ინფორმაციის დამახსოვრება
Issue Date: 2021
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომის თემაა „ინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული სწავლება, ეფექტური სასწავლო გარემო და თვალსაჩინოებები“. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მათემატიკის გაკვეთილის წარმართვა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ნაშრომის მიზანია თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი საინტერესო მეთოდის, ინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული სწავლების, მისი არსის და ამოცანების წარმოდგენა. აქვე ასევე წარმოდგენილია სწავლების ამ მეთოდის დადებითი მხარეები და მისი უპირატესობა ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესთან მიმართებით.
მათემატიკის საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მათემატიკური თვალსაჩინოებების, მოდელების, პლაკატების, მათემატიკური ბარათების აქტიური გამოყენებით.ყურადღება სწორედ ამ დამხმარე საშუალებებზე შევაჩერე, რადგანაც მათემატიკური ინფორმაციის აღქმა, გაანალიზება, დამახსოვრება და შემდგომი გამოყენება მოსწავლეებისთვის რთულ პროცესებთან არის დაკავშრებული და ჩამოთვლილი დამხმარე საშუალებების მიზანმიმართული გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებელს ამ პრობლემების გადაჭრაში.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩავატარე კვლევა თუ რომელი საშუალებებით უადვილდებათ მოსწავლეებს მათემატიკური ინფორმაციის დამახსოვრება. კვლევამ გამოავლინა, რომ მათემატიკის გაკვეთილები ისევ ტრადიცული მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. ხოლო მოსწავლეებს ინფორმაციის დამახსოვრება არა ტრადიციული, არამედ ინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული მეთოდების გამოყენებით უადვილდებათ. კერძოდ, ჯგუფური მუშაობით, ვიდეოპრეზენტაციითა და თვალსაჩინოებების გამოყენებით. კვლევის შედეგის ანალიზზე დაყრდნობით გავაკეთე დასკვნები და შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლის გამოყენებაც პედაგოგებს მათემატიკის უკეთესად, XXI საუკუნის მოთხოვნებისა და ეპოქის გამოწვევების შესაბამისად სწავლების შესაძლებლობას მისცემს.

The topic of Master Thesis is “Interactive-constructive teaching, effective learning environment and visualization for lesson of mathematics.” Generally, It’s the huge issue to held lesson of mathematics using contemporary methodologies. The goal of my work is to introduce one of the interesting modern teaching method – Interactive-constructive teaching, its content and objectives. I am going to talk about strength of this method and introduce its advantages versus traditional lesson processing.
For holding effective lesson in mathematics, it is important to create effective learning environment by active use of visualizations, models, maps, charts, mathematical cards. I focused right on this assistive technologies, as pupils have hardness with perception, analyzing, remembering and future use of mathematical information and goal oriented use of the assistive methodologies mentioned above will help pupils and teachers to solve this issues.
Regarding to actuality of research topic, I made research to find out by use of which assistive technologies it is easy for pupils to remember mathematical information. My research made clarity, that at schools mostly lesson of mathematics is processed by traditional approach, but pupil learn more easily with non-traditional, but using interactive-constructive methods. Exactly, team work, video presentations and using other visualizations. Based on research analysis I made decisions and developed recommendations, which offers teachers to go through modern development of pedagogics and to make XXI c. pupil open-minded, communicable and successful.
URI: https://openscience.ge/handle/1/2604
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mariam Kiguradze Samagistro.pdfინტერაქციულ-კონსტრუქტივისტული სწავლება, ეფექტიანი სასწავლო გარემო და თვალსაჩინოებები2.31 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

132
checked on May 1, 2024

Download(s)

1,360
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.