Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2598
Title: საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონა და მთავარი გამოწვევები
Authors: კეჟერაძე, მაია 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები
საქართველოს სასაზღვრო ზოლის ფორმირება
სასაქონლო ოპერაციები
Issue Date: 2021
Abstract: 
სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაიდენტიფიცირებელ ნიშანს მისი ტერიტორია და სახელმწიფო საზღვრები წარმოადგენს. საზღვრების გამოკვეთა მრავალმხრივ აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს. უპირველესად საზღვრები გამოყოფს სახელმწიფოს ტერიტორიას სხვა ქვეყნის ტერიტორიისაგან, ასევე ამ საზღვრებს შიგნით ხორციელდება ქვეყნის იურისდიქცია, ეკონომიკური მოქმედების არეალი და სახელმწიფოს მოქალაქეობის საკითხები.
თავდაპირველად, სანამ სახელმწიფოებრიობის ისტორიის წერას დაიწყებდა მატიანე განიხილებოდა საზღვრების არაზუსტი გაგება. საზღვარი გავლებული იყო თვალთახედვის არეალის, გეოგრაფიული ნიშნების (მდინარეები, უღელტეხილები...) და სხვა ასეთი ობიექტების მიხედვით, თუმცა ომიანობის დროს როცა მტერი მოადგებოდა ხოლმე ქვეყნის საზღვარს რათქმაუნდა განიხილებოდა თავდასხმად. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - მტრის შემოსევა განიხილებოდა თავდასხმად, მაგრამ რადგან საზღვრების პრინციპი არ იყო კანონის რანგში აყვანილი და არ იყო საერთაშორისო სამართლებრივი აზროვნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ეს შემოსევა საერთაშორისო დანაშაულად არ განიხილებოდა. თანამედროვე მსოფლიოში სხვისი ტერიტორიის საზღვრების უკანონოდ გადალახვა, ან თვითნებურად შეჭრა სხვისი სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით, საერთაშორისო რანგის დანაშაულია და ექვემდებარება სხვადახვა ტიპის სანქცირებას.[1]
სამაგისტრო ნაშრომში საუბარია ერთის მხრივ სახელმწიფოს საზღვრების შესახებ, სადაც განმარტებულია საზღვრების ყველა არსებული ტიპი და სახე, ხოლო თემის მთავარი მიმართულება ამ საზღვრებზე განლაგებული საბაჟო სისტემების ანალიზი გახლავთ.
თანამედროვე მსოფლიოში საბაჟო სისტემების არსებობა მეტად აქტუალური და მზარდი ტენდენციების მქონე სისტემაა. საბაჟო კონტროლის ზონების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საქართველო დღეს საბაჟო კონტროლის ზონების მუშაობისა და განვითარების კუთხით მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ევროინტეგრაციის მიზნებისათვის საქართველოს საბაჟო ზონები საჭიროებდა მოდერნიზაციას, რომლის პროცესები საქართველოში ბოლო ათწლეულია დაიწყო.
თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გასაცემად ერთის მხრივ აუცილებელია მსოფლიოში მიღებული და აპრობირებული სისტემების დანერგვა და მეორეს მხრივ საკადრო პოლიტიკის გადახედვა. მებაჟე არის პირი რომელიც მესაზღვრესთან ერთად პირველი ეგებება ქვეყანაში შემოსულ სტუმარს და პირველი შთაბეჭდილებაც ქართული კულტურის, განვითარების დონისა და ქვეყნის პროგრესულობის შესახებ ამ ორი საჯარო მოხელის პროფესიონალიზმის პროპორციულად ექმნება შემოსულ სტუმარს.
ამდენად სამაგისტრო ნაშრომი აერთიანებს რამოდენიმე საკვანძო საკითხს რათა სრულყოფილად მოხდეს სრული სურათის შექმნა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო სამსახურის შესახებ.

One of the most important identifying marks of a state is its territory and state borders. Drawing boundaries is a multifaceted essential aspect. First of all, the borders separate the territory of the state from the territory of another country, as well as the jurisdiction of the country is exercised within these borders, area of economic activity and issues of state citizenship.
Initially, before beginning to write the history of statehood, the Chronicle considered an inaccurate understanding of borders. The border was crossed according to the area of view, geographical indications (rivers, passes ...) and other such objects, however, during the war, when the enemy came to the border of the country, it was certainly considered an attack. One circumstance is important here - the invasion of the enemy was considered an attack, but since the principle of borders was not enshrined in law and international legal thinking was not clearly established, this invasion was not considered an international crime. In the modern world, illegally crossing the borders of another's territory, or arbitrarily invading the borders of another's state, is a crime of international rank and is subject to various types of sanctions.
The master's thesis on one hand deals with the borders of the state, which explains all the existing types of borders, and the main direction of the topic is the analysis of customs systems located on these borders.
The existence of customs systems in the modern world is a system with very current and growing trends. The effective development of customs control zones depends on the economic development of the country, ensuring peace and security.
Georgia today faces many new challenges in terms of the operation and development of customs control zones. For the purposes of European integration, Georgia's customs zones needed to be modernized, the processes of which have begun in Georgia in the last decade.
In order to respond to modern challenges, it is necessary to introduce world-accepted and proven systems and, on the other hand, to review personnel policy. A customs officer is a person who, together with a border guard, is the first to greet a guest entering the country and also has a first impression of Georgian culture, level of development and about the progress of the country in proportion to the professionalism of these two public officials is encountered by the incoming guest.
Thus, the master thesis combines several key issues to fully create a complete picture of this most important public service in the country.
URI: https://openscience.ge/handle/1/2598
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Maia Kejeradze Samagistro.pdfსაქართველოს საბაჟო კონტროლის ზონა და მთავარი გამოწვევები919.01 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

162
checked on Apr 25, 2024

Download(s)

213
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.