Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2595
Title: დისტანციური სწავლება ონლაინინსტრუმენტების გამოყენებით
Authors: გორგაძე, ლია 
Advisor: ხალვაში, ხათუნა 
Degree Name: განათლების მაგისტრი
Degree Discipline: განათლება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: ციფრული უნარ-ჩვევების ფლობა
დისტანციური სწავლება
ონლაინპლატფორმებისა და პროგრამების გაცნობა
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომში „დისტანციური სწავლება ონლაინინსტრუმენტების გამოყენებით“ საუბარია, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული უნარ-ჩვევების ფლობა მასწავლებლისა და მოსწავლისათვის, ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი რეალობა, პანდემია და მოულოდნელად გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე. თუმცა, გარდა დისტანციური სწავლებისა, სასწავლო პროცესის მრავალფეროვნების, მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლებისათვის აუცილებელია მოზარდთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ხარისხიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსები, რის საშუალებასაც სასწავლო პროცესში მიზნობრივად გამოყენებული ონლაინინსტრუმენტები იძლევა.
თემის მიზანია ონლაინპლატფორმებისა და პროგრამების გაცნობა მასწავლებლებისათვის, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას ციფრული ტექნოლოგიების ფლობაში, თემაში საუბარია ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე, თუმცა წარმოდგენილი ნაშრომი სხვადასხვა საგნის მასწავლებლისათვის საჭირო ინფორმაციას წარმოადგენს.
პრაქტიკული თვალსაზრისითაა ნაშრომში წარმოდგენილი ონლაინპლატფორმებისა და ონლაინპროგრამების მნიშვნელობა დისტანციურ გაკვეთილებზე, მათი გამოყენების აქტუალობა. ასევე, გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე ონლაინინსტრუმენტების გამოყენება, რეკომენდაციები და კვლევა საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემოთვაზებულია ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.
ნაშრომი ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად. შედგება 2 თავის, 5 პარაგრაფის, კვლევის, დასკვნებისა და რეკომენდაციების, ჩემ მიერ შექმნილი რესურსების, ასევე გამოყენებული ლიტერატურის დასახელებისაგან.

Lia Gorgadze, a graduate student at St. Tbel Abuseridze Teaching University, talks about the importance of digital skills for teachers and students, a clear example of which is today's reality, a pandemic and the sudden transition to distance learning. However, in addition to distance learning, in order to increase the diversity of the learning process, student engagement and motivation, it is necessary to have quality, interesting and diverse resources created taking into account the interests of adults, which allows online tools targeted in the learning process.
The aim of the topic is to introduce online platforms and programs for teachers, which will contribute to their professional growth in the possession of digital technologies. The topic discusses the direction of Georgian language and literature, but the presented paper is necessary information for teachers of different subjects.
From a practical point of view, the importance of online platforms and online programs presented in distance learning in distance learning, the urgency of their use. Also, using online tools at different stages of the lesson, making recommendations and research based on my own pedagogical experience, the teaching resources I have created are offered.
The paper is a kind of guide for conducting distance lessons. Consists of 2 chapters, 5 paragraphs, research, conclusions and recommendations, resources created by me, as well as the title of the literature used.
URI: https://openscience.ge/handle/1/2595
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Lia Gorgadze Samagistro.pdfდისტანციური სწავლება ონლაინინსტრუმენტების გამოყენებით1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

215
checked on May 1, 2024

Download(s)

879
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.