Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2594
Title: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა საქართველოში
Authors: გოგიტიძე, ლანა 
Gogitidze, Lana 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება
Issue Date: 2021
Abstract: 
თანამედროვე საქართველოში სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ზოგადად დასაქმების საკითხი ქვეყანაში პრობლემურად დგას და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება. აქტუალურ საკითხთა შორის მსოფლიოს წინაშე, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციიდან გამომდინარე, შრომის უფლება და მისი დაცვა, ადამიანური რესურსის მაქსიმალურად და სწორად გამოყენება დგას. ამ საკითხში მნიშვნელოვანია ორმხრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ერთი მხრივ სახელმწიფოსა და მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან. მხოლოდ ორმხრივი მხარდაჭერა გახდის მიღწევადსა და შესაძლებელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მაქსიმალურად სრულფასოვნად დასაქმებას შრომის ბაზარზე და ამ გზით მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
სამაგისტრო ნაშრომში, ძირითადად, განხილულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული მიღწევები. ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზაობის საკითხის განხილვაზე. არსებული პრობლემური საკითხების გამოკვეთაზე და მათი აღმოფხვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში თავმოყრილია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხები, რადგან ცხადია ამ კუთხით საქართველო ბევრად უფრო მზარდი ტენდენციებით გამოირჩევა, ვიდრე ეს იყო რამოდენიმე ათეული წლის წინ. იმდენად რამდენადაც დასაქმების საკითხები ქვეყანაში ზოგადად პრობლემურია თავისთავად ეს ზეგავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც, მაგრამ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არასწორია და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოდ იმისათვის რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დასაქმებას სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჰქონდეს.
სამაგისტრო ნაშრომში გამოყენებულია სამეცნიერო იდეების ანალიზი. ნაშრომის აქტუალობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, თუ რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს ქვეყანაში შრომითი პრობლემებისა და დასაქმების პოლიტიკის სისუსტეს და განსაკუთრებით თუ საკითხი ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ამ კუთხით ასევე ერთ–ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციუმში ჩართულობა. აუცილებელია დამსაქმებელთა ინტერესის გაღვივება, რათა რაც შეიძლება მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმონ, აღნიშნულის საპირწონედ სახელმწიფომ დამსაქმებლებს შესაძლებელია გაუწიოს გარკვული შეღავათები როგორც საგადასახადო, ასევე ფინანსურ საკითხებში. ერთმნსვნელოვნად ცხადია რომ საქართველოში ხელი უნდა შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

It is important to understand the space of civil society. If we want to discuss norms and reach consensus, withdrawal/challenging re-forming power bonds that ultimately determine the success of social action. When the analysis of forms, norms and spaces forms a single structure, the achievements of civil society can be seen even in the most complex and difficult conditions. Thus, seen civil society is both a goal, a means to achieve it, and a framework for human interaction and involvement in goals and means.
In the social sciences, the concept of civil society is confusing because of the many different definitions and understandings of it. The arguments by which they try to explain this, in many cases it does not fit properly. As yet from the classical Greek period, in parallel with observing the changes in the world, thinkers returned to civil society as a new force, as an opportunity to formulate ideas on old, well-known issues, as an opportunity to formulate ideas about old, well-known problems.
According to Michael Walzer, civil society - is a voluntary association of people, where people take collective action in a context of relative independence from government and the market for primary goals.
The topic of the Master's thesis relates to public associations that play the greatest role in the formation of the modern state. Particular attention is paid to civil society in Georgia during
the formation of Georgian statehood.
URI: https://openscience.ge/handle/1/2594
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Lana Gogitidze Samagistro.pdfშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა საქართველოში1.97 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

259
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,068
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.