გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2587
სათაური: ნაძვნარი კორომების ტყის ბუნებრივი განახლება ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხიხაძირისა სატყეოს მაგალითზე
ავტორები: შანთაძე, თემურ 
ხელმძღვანელი: ვასაძე, რეზო 
ხარისხის სახელი: აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი - სატყეო საქმეში
სასწავლო პროგრამის სახელი: აგრარული მეცნიერებანი
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აჭარის ტყის ფონდის
ხულოს ნაძვნარი ტყეები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სადიპლომო შედგება შესავლის, 8 თავის, დასკვნების, რეკომენდაციებისა და გამოყენებული ლიტერატურისაგან. მოიცავს კომპიუტერზე ნაბეჭდ 72 გვერდს. გამოყენებულია 16 დასახელების ლიტერატურა.
სადიპლომო ნაშრომის შესასრულებლად დასმული იყო შემდეგი პროგრამული საკითხები:
1. ნაძვის კორომების ზრდის ადგილსამყოფელის პირობების (ეკოტოპების) გამოყოფა ნიადაგის ტენიანობის საკითხთან დაკავშირებით.
2. ნაძვის ძირითადი და გენეზისურად დაკავშირებული მეორადი (წარმოებული) ტყის ტიპების დადგენა ბალახოვანი ინდიკატორების საშუალებით.
3. ნაძვის ბუნებრივი თესლით განახლება ტყის ტიპების მიხედვით:
4. ნაძვის ტყეების ტიპოლოგიური კლასიფიკაციის საფუძველზე ტყის ტიპების ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების შესწავლა:
5. ნაძვის ტყის ტიპების სამეურნეო დაჯგუფება:
6. ნაძვის კორომების აღდგენასა და განახლების ხელისშემწყობი სატყეო სამეურნეო ღონისძიებების დასახვა:
ნაძვნარი ტყის ტიპების დასადგენად ავტორს გამოყენებული აქვს სატყეო ტიპოლოგიაში მიღებული მარშრუტული მეთოდი და მარშრუტული სვლები. სატყეო ტაქსაციაში მიღებული მეთოდებით დადგენილი აქვს კორომის შემადგენლობა, ხნოვანება, საშუალო დიამეტრი, საშუალო სიმაღლე, ბონიტეტი, სიხშირე და სხვა. აღირიცხული აქვს ქვეტყის სახეობები თვალზომური მეთოდით. ცოცხალ საფარში გამოვლენილი აქვს ადგილსამყოფელის პირობებისა (ეკოტოპების) და ტყის ტიპის განსაზღვრული ინდიკატორული ბალახოვანი მცენარეები, რომელთა გათვალისწინებით დადგენილია ტყის ტიპები. თითეულ ტყის ტიპში შესწავლილია ტყის ბუნებრივი განახლება.

The diploma consists of an introduction, 8 chapters, conclusions, recommendations and references. Includes 72 pages printed on a computer. 16 titles of literature are used.
The following program questions were asked to complete the diploma thesis:
1. Isolation of conditions (ecotopes) for the growth of spruce groves in relation to the issue of soil moisture.
2. Identify the main and genetically related secondary (produced) forest types of spruce by means of grass indicators.
3. Renewal of spruce with natural seeds according to forest types:
4. Study of ecological biodiversity of forest types based on the typological classification of spruce forests:
5. Agricultural grouping of spruce forest types:
6. Development of forestry measures to support the restoration and renewal of spruce groves:
To determine the types of spruce forest, the author has used the route method and route moves obtained in forest typology. The methods obtained in forest taxonomy determine the composition of the grove, age, average diameter, average height, quality, frequency and more. Has recorded undergrowth species by eye method. In the living cover, the indicator conditions of the habitat conditions (ecotopes) and forest type have been identified, taking into account the forest types. Natural forest renewal is studied in each forest type.
URI: https://openscience.ge/handle/1/2587
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Temur Shantadze Samagistro.pdfნაძვნარი კორომების ტყის ბუნებრივი განახლება ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხიხაძირისა სატყეოს მაგალითზე874.82 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

88
checked on May 16, 2024

გადმოწერა

189
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.