Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2586
Title: ფსიქოლოგია და კომუნიკაცია - მართვის პროცესების მნიშვნელოვანი ასპექტები
Authors: ფუტკარაძე, თეიმურაზ 
Advisor: ჩეჩელაშვილი, სონია 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: მართვის პროცესის არსი
კომუნიკაცია და ფსიქოლოგია
Issue Date: 2021
Abstract: 
სახელმწიფოთა თანამედროვე განვითარების ასპექტები განსახილველად ურთიერთობათა ახლებური მიდგომების მეთოდებისა და ხერხების ძიებას გვთავაზობს. ისტორიამ წარსულს მიაბარა ის ბერკეტები, რომლებიც ქვეყნებს აიძულებდა ეცხოვრათ ტოტალურად ერთფეროვან რეჟიმში. მართვის მოძველებულმა მეთოდება დროის დინებას ვერ გაუძლო და დაიმსხვრა. კერძო საკუთრების პირობებში თანაცხოვრებამ მოითხოვა ახლებური მიდგომები მართვის პროცესების რეგულირებაში. ვფიქრობთ, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ, რათა გაუმჯობესდეს ურთიერთობები მართვის პროცესში. სწორედ ეს გახდა მიზეზი გამომეხატა ჩემი ინტერესი: დამემუშავებინა და შემომეთავაზებინა ჩემი შეხედულებები მართვის სფეროში; გამეთავისებინა თუ რა როლი უნდა შეასრულოს XXI საუკუნის გამოწვევებში მართვის ისეთმა ასპექტებმა, როგორიცაა კომუნიკაცია და ფსიქოლოგია. ამდენად, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში გთავაზობთ მართვის პროცესის არსის განხილვასა და შეპირისპირებას ეკონომიკურ აზროვნებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მართვის პროცესს ახლებური გააზრება სჭირდება, მნიშვნელოვნად ჩავთვალე დეტალურად შემესწავლა მართვის მანამდე არსებული სკოლების გამოცდილება და წარსულის გადმოსახედიდან დამენახა მომავლის გზა; შემეფასებინა ხელმძღვანელობისა და მართვის ახლებური სტილი. ამისათვის ნაშრომში ვაჩვენე, ჯერ კიდევ კვლევის პროცესში მყოფი ასპექტები, რასაც ფსიქოლოგია თავისი მდიდარი მეთოდოლოგით გვთავაზობს; დავახასიათე მისი როლი მართვაში და ამავე დროს მისი დამკვიდრების პროცესი ურთიერთობებში. შევეცადე, მეჩვენებინა ფსიქოლოგიური მიდგომების დამკვიდრებას ფეხი როგორ უნდა აეწყო კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიების სახეებზე. რადგან ის უპირველეს ყოვლისა, ადამიანურ ურთიერთობებში გამოიხატება. მართვაში ხომ ადამიანია მთავარი ფაქტორი, რომელიც ფიქრობს, განჭვრეტს, გეგმავს და მიზანმიმართულად ანაწილებს დროს მთელ სამუშაო პროცესში. ვფიქრობთ, ჩემ მიერ შესრულებული სამაგისტრო ნაშრომი, წარმოდგენილი მიმართულებით, იქნება მცირე წვლილი მართვის პოცესების დარეგულირების საქმეში. განსაკუთრებით ისეთი მკაცრი გამოწვევების ფონზე, რომელთა შემსუბუქებასაც კაცობრიობა ცდილობს დღეს. ნაშრომს თან ერთვის კვლევის შედეგები და შესაძლო დასკვნები.

The modern development Aspects of states offers to discuss new approaches of methods and tools of relations. The history has kept in past those levers which forced the countries to live in absolutely monotonous mode. The old management methods cannot stand the test of time and has broken in front of everybody. Cohabitation in the conditions of private property has strictly required new approaches for regulation of management processes. We consider that we should take our part in this highly significant case in order to regulate and improve relations in management processes. This was the reason to express my interest; to elaborate and offer my views in the field of management. To familiarize what is the role of such aspects of management as communication and psychology in series of XXI century challenges. Hence, the present Master’s Work offers review of management process essence and contradiction with economic thinking. Despite the fact that management process needs new understanding I considered highly important to study thoroughly experience of old management schools and to see the future way from the standpoint of past, to evaluate new style of management and chairmanship. For this reason I have shown in the work aspects in the process of research which psychology offers with its rich methodology. I characterized the role of it in management and process of its introduction in relations. I tried to show how to introduction of psychological approaches should catch modern technological types of communication. As it first of all is expressed in human liaisons. In management the most important factor is human who thinks, foresees, plans da intentionally divides time at whole work process.
I think that Master’s Work made by me will be a small contribution in regulation of management processes. Especially through such sharp challenges the reduction of which whole humanity tries nowadays.
The work is attached with research results and possible conclusions.
URI: https://openscience.ge/handle/1/2586
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Teimuraz Putkaradze Samagistro.pdfფსიქოლოგია და კომუნიკაცია - მართვის პროცესების მნიშვნელოვანი ასპექტები1.25 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

258
checked on Apr 29, 2024

Download(s)

691
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.