გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2575
სათაური: „სომხების დასი“ და კრწანისის ბრძოლა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მიხედვით
ავტორები: ბოლქვაძე, ვახტანგ 
ხელმძღვანელი: ჯიბაშვილი, ოლეგ 
ხარისხის სახელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორია
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ისტორია
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის II ნახევარში
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი
„სომხების დასი“
კრწანისის ტრაგედია
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ქართველი და სომეხი ერები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. თანაცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი არ ყოფილა ერთგვაროვანი – ისტორიამ შემოგვინახა როგორც ამ ორი ერის თანამშრომლობისა და მეგობრობის ამსახველი მომენტები, ისე მათ შორის მიმდინარე დაპირისპირებისა და მტრობის ფაქტები.
XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ერთმანეთს ქართველთა და სომეხთა პოლიტიკური ინტერესები და მისწრაფებები. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ მოვლენების გაშუქებას ისახავს მიზნად.
ნაშრომში, ერთის მხრივ, გაშუქებულია ქართლ-კახეთის სამეფოში XVIII საუკუნის შუა ხანებიდან მიმდინარე პროგრესული ძვრები, რამაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დაწინაურება გამოიწვია; მეორე მხრივ, გაანალიზებულია ის უარყოფითი როლი, რაც ქართლ-კახეთსა და მის მეზობლად მცხოვრებ სომეხთა გარკვეულმა წრეებმა ითამაშა ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით, რუსეთთან მიმართებაში). „სომხების დასის“ საქმიანობა, ძირითადად, ქართველი მწერლისა და ისტორიკოსის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ნაშრომებზე დაყრდნობით არის შესწავლილი.
ნაშრომში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი, აგრეთვე, სომეხი ერის სასულიერო და პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის – კათოლიკოს სიმეონ ერევანცის პიროვნებას.

For centuries Georgian and Armenian nations lived side by side. The period of living together was not homogeneous. Throughout the history we can find out the examples of cooperation of these two nations, also the facts of controversy and enmity.
In the end of XVIII century there was disagreement within political interests and views between Georgian and Armenian people. The aim of the pervious work is to review these events.
On the one hand this work represents the progress of Kartl-Kakheti kingdom in the middle of XVIII century This progress caused political and economical power of the country. On the other hand here is analized the negative role of Armenian distinct groups in Kartl-Kakheti political life (especially in reference to Russia). The activities of “Armenian Dasi” is studied according to the works of Georgian writer and historian Aleksandre-Jambakur Orbeliani.
In this work is also revied the personality of catholicos Simeon Erevantsi, who was one of the important representative of Armenian theological and political spectrum.
URI: https://openscience.ge/handle/1/2575
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Vakhtang Bolkvadze Samagistro.pdf„სომხების დასი“ და კრწანისის ბრძოლა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მიხედვით786.3 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

149
checked on May 5, 2024

გადმოწერა

525
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.