Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2558
Title: ეკოლოგიური დემოკრატიის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
Authors: სამნიძე, დავით 
Samnidze, David 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: ეკოლოგიური დემოკრატიის განხორციელება
გარემოს დაცვა
Issue Date: 2021
Abstract: 
ეკონომიკური პროგრესი ეკოლოგიური რეგრესის პირდაპირპროპორციულია. გარემოს დაცვისა და საზოგადოების მოთხოვნილებების სწორად დაბალანსება თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტიურ პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ სამართლებრივი რეგულაციების შემოღებამ და შემდეგ გამკაცრებამ ვერ უზრუნველყო ამ გამოწვების წინაშე წარმატების მიღწევა. დღის წესრიგმა თანდათანობით მოიტანა საზოგადების გათვითცნობიერებული მონაწილეობითა და ჩართულობით ეკონომიკურ ინტერესებთან შედარებით ეკოლოგიური ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებით დადებითი შედეგების დადგომის აუცილებლობა.
ნაშრომში „ეკოლოგიური დემოკრატიის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ განხილულია გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისას მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის ხარისხი, ასევე ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
ნაშრომში შესწავლილია გარემოს დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის − გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის − როლი, ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, მიერ ძალაუფლების თანამონაწილეობით რეალიზებაში და ეკოლოგიური დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელების მდგომარეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მხრივ, რისთვისაც გამოყენებული იქნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის, სამართლებრივი რეგულირების მიმოხილვის, ანკეტირების მეთოდები.
ნაშრომში წარმოჩენილი პრობლემატური საკითხების კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათი გადაჭრისა თუ გამოსწორებისათვის შემოთავაზებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს საზოგადოების რეალური ჩართულობის ამაღლებას ეკოლოგიური დემოკრატიის განვითარების კუთხით.

Economic progress is directly proportional to ecological regression. Properly balancing the needs of the environment and society is an active problem for the modern world. Only the introduction of legal regulations and subsequent tightening could not ensure success in the face of this challenge. The agenda has gradually brought about the need for positive outcomes by prioritizing environmental interests over economic interests through the conscious participation and involvement of the public.
The paper „Implementation of Ecological Democracy on the Territory of the Autono-mo¬us Republic of Adjara“ discusses the degree of public awareness and involvement in solving environmental issues, as well as access to justice in this area.
The paper examines the role of one of the most important principles of environmental protection - public participation in decision-making - the exercise of power by the people as a source of power and the practical implementation of ecological democracy in terms of informing and involving the public in the decision-making process. Methods of its analysis, review of legal regulation, survey.
Based on the results of the research of the problematic issues presented in the paper, the recommendations proposed for their solution or correction will help to increase the real involvement of the society in the development of ecological democracy.
URI: https://openscience.ge/handle/1/2558
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Davit Samnidze Samagistro.pdfეკოლოგიური დემოკრატიის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე928.05 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

118
checked on Apr 26, 2024

Download(s)

347
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.