Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2529
Title: იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრნველყოფის საშუალება
Authors: ქირია, მონიკა 
Advisor: ჭითანავა, ნატო 
Degree Name: Master of Law in Private Law
სამართლის მაგისტრი კერძო სამართალში
Degree Discipline: კერძო სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: იპოთეკის ინსტიტუტი
ქართულ სამართაალი
ნორმატიული ბაზა
Issue Date: 2021
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ეხება იპოთეკის ინსტიტუტს, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საშუალებას, მის სამართლებრივ ბუნებას, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში იპოთეკის ინსტიტუტის არსებობის მნიშვნელობასა და რაობას.
ის გზა რაც იპოთეკის განვითარებამ განვლო დღევანდელ დღემდე მნიშვნელოვანი ანალიზის საშუალებას მაძლევს. იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რომლის ძირითადი მიზანია მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი გზები, რეალიზაციის ანალიზი, ასევე როგორ წესრიგდება არსებული ხარვეზები, რომელიც გვხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
ქართულ სამართალში ნორმატიული ბაზის საშუალებით გაანალიზებულია იპოთეკის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა. იპოთეკის არსის, ცნების და მნიშვნელობის განსაზღვრით ვადგენთ მის უდიდეს როლს ქართულ სამოქალაქო სამართალში. ნორმატიული აქტის მეშვეობით გაკეთებული განმარტებები, გვაძლევს არგუმენტაციას, როგორია იპოთეკის ინსტიტუტის ხარვეზები როგორც კანონმდებლობაში ასევე პრაქტიკაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აქტუალური და მიზანშეწონილია იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საშუალებების იურიდიული ბუნების სრულყოფილად შესწავლა, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფა, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკაში სწორად დანერგვა და აღნიშნული ინსტიტუტის უფრო მეტად პოპულარიზაცია.
კვლევის პროცესში გამოვიყენე შედარებითი კვლევის მეთოდი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ეროვნული და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობების ანალოგიური ნორმების შედარებისას. ხოლო ნორმატიული მეთოდის დახმარებით გაანალიზებულია იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საშუალების მარეგულირებელი ნორმების ადგილი და მნიშვნელობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

My master's thesis deals with the mortgage institution as a legal means of satisfying a secured claim, its legal nature, the importance and existence of the mortgage institution in civil law relations.
It allows me to make a meaningful analysis of the path that the development of mortgages has taken to the present day. Mortgage issues, the main purpose of which is legal ways to meet the demand, analysis of sales, how to regulate the existing gaps, which are found in the Civil Code of Georgia.
The normative base analyzes the importance of mortgage as an institution in Georgian law. By defining the essence, concept and meaning, we establish its greatest role in Georgian civil law. It is explained through a normative act and gives us an argument about the shortcomings of the mortgage institution.
In view of the above, I think it is urgent and expedient to thoroughly study the legal nature of mortgages as collateral, to improve regulatory norms, scientific research, proper implementation in practice and to further popularize this institution.
URI: https://openscience.ge/handle/1/2529
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Monika Kiria Samagistro .pdfიპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრნველყოფის საშუალება1.05 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

291
checked on Apr 26, 2024

Download(s)

833
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.