გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2527
სათაური: სასარჩელო ხანდაზმულობა და მისი გამოთვლის წესი
ავტორები: ტეფნაძე, ზაზა 
ხელმძღვანელი: სუხიტაშვილი, დავით 
ხარისხის სახელი: Master of Law in Private Law
სამართლის მაგისტრი კერძო სამართალში
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო სამართალი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი
ქართული სამართლი
ევროპული კანონმდებლობა
გამოცემის თარიღი: 2021
გამომცემელი: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომში განხილულია სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი ქართული სამართლის მიხედვით და შესადარებლად განხილულია, აგრეთვე, ევროპული კანონმდებლობაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
ხანდაზმულობის ინსტიტუტი უკავშირდება იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებათა განხორციელებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლას, რის შემდეგაც მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვადის გასვლა ხელშემკვრელი მხარეებისათვის წარმოშობს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ შედეგებს და არსებითად მნიშნელოვანია, რომ კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობა გონივრული, ხოლო მისი წარმოშობის მომენტი მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრული იყოს.
ხანდაზმულობის ინსტიტუტი აქტუალურობას არ კარგავს სამოქალაქო სტაბილურობის და მხარეთა ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე და სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე არღვევს კერძო სამართლისათვის ისეთ აუცილებელ ძირითად პრინციპს, როგორიცაა სახელშეკრულებო თავისუფლება.
მაშასადამე, ქვემოთ მოცემულ თავებში განვიხილავთ სწორედ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტს და მის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოებაში.
ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.

The statute of limitation is discussed in the present paper under Georgian law and, comparatively, discusses European legislation in this regard.
The statute of limitations is related to the expiration of a period specified for the implementation of actions having legal effect. After which the right to claim exists objectively, although it is unenforceable. Therefore, the expiration of this period had the most significant legal consequences for the Contracting Parties, and it is essential that the length of the statute of limitations is reasonable by law and that the time of its occurrence be as precisely defined as possible.
The statute of limitations does not lose its relevance due to the need for civil stability and equal protection of the interests of the parties, and due to this need violates the principle necessary for private law, the freedom of contract.
Therefore, in the following chapters we discuss the institution of statute of limitations and its importance in civil society.
The paper includes an annotation, table of contents, introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and a list of used literature.
URI: https://openscience.ge/handle/1/2527
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Zaza Tepnadze Samagistro.pdfსასარჩელო ხანდაზმულობა და მისი გამოთვლის წესი1.09 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

257
checked on May 2, 2024

გადმოწერა

4,551
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.