Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University
  4. სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. მშობლების უფლება - მოვალეობანი შვილების აღზრდაში
 
  • Details
Options

მშობლების უფლება - მოვალეობანი შვილების აღზრდაში

Date Issued
2021
Author(s)
ასლანიშვილი, თამარ  
Advisor(s)
შენგელია, რომან  
Institution
Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University  
URI
https://openscience.ge/handle/1/2511
Abstract
წინამდებარე ნაშრომში განხილულია მშობლების უფლება - მოვალეობებანი შვილის აღზრდის პროცესში და მასთან დაკაშირებული საკითხები როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, განხილულია როგორც ეროვნული, ასევე ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ ყველა საერთაშორისო აქტის მონაწილე სახელმწიფოა, შესაბამისად კონსტიტუციაშიც მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფისა და დაცვისკენ არის მიმართული. ბავშვიც თანამედროვე მსოფლიოში განიხილება როგორც განსაკუთრებულ უფლებათა დაცვის სუბიექტად, რაც თავის მხრივ მოითხოვს მშობლის უფლებებსა და ვალდებულებებს ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხში. მშობლების მხრიდან უფლება-მოვალეობებს არასრულფასოვნად შესრულებისას, ბავშვები დგებიან ისეთი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური.
არასრულწლოვნების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მინიმალური ყოფითი პირობების შექმნა, სახელმწიფოს მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. მართალია, ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება მშობლების უფლება-მოვალეობაა, მაგრამ მხოლოდ მათ არ ეკუთვნით, იგი სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლება-მოვალეობაც არის. მას შემდეგ რაც მშობლებმა პასუხისმგებლობების არიდება დაიწყეს, სახელმწიფომ მეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტი შექმნა, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული ადგილი უკავია სამართალში. მეურვეობასა და მზრუნველობა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვას ისეთი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სპეციალური სამართლებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგალითად, მრავალი ბავშვია სოციალურად ობოლი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ესაჭიროება.
პრაქტიკას თუ გადაავლებთ თვალს იშვიათად შეხვდებით ისეთ ფაქტს, როდესაც მშობლების თანაცხოვრებისას შვილების აღზრდასთან დაკავშირებული ისეთი დავები იყოს, რომელთა გადაწყვეტა სასამართლოში ხდება, ძირითადად მსგავსი დავები წარმოიშობა მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებისას. შესაბამისად შემდგომში უფრო აქტუალურია აღზრდასთან და საალიმენტო ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები.
აქედან გამომდინარე, სწორედ ისეთ საკითხებს შევეხებით ქვემოთ მოცემულ თავებში, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლების უფლება-მოვალეობების არსისა და მათი მნიშვნელობის გააზრებას გულისხმობს.
ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.
This paper discusses the rights and responsibilities of parents in the process of raising a child and related issues in accordance with both national and international law. Therefore, the legislation and practice of both national and European countries and discussed.
Due to the fact the Georgia is a party of all international human rights instruments, the Constitution also contains such important international standards, which ar aimed at ensuring and protecting human rights. The child is also considered in the modern world as a subject of special rights, which in turn requires the rights and obligations of the parent to care for the child. When children do not fulfill their rights and responsibilities, children face social, cultural and economic problems.
Raising minors, caring for them and creating minimum living conditions is the main function of the state. It is true that the physical and mental development of children is the duty of parents, but it does not belong only to them. It is also right and duty of the state and society. After the parents started avoiding responsibilitu, the state created the institution of guardianship and custody. Which has recently taken a special place in law. Guardianship and custody implies the care of the state for those citizens who need special legal support. For example, many children are socially orphans who need maximum support from the state.
If you look at the practice, you will rarely come across a fact when there are disputes related to the upbringing of children during the cohabitation of the parents, which are resolved in court. Basically similar disputes arose between the separate sheep of the parents. Consequently, the problems related to upbringing and alimony obligations are more relevant in the future.
Therefore, we will address the issues in the following chapters that provide an understanding of the essence and then meanings of parental rights and responsibilities in the process of raising a child.
The paper includes an annotation, table of contents, introduction, main topic, conclusion and list of used literature.
Subjects

მშობლების უფლება - მო...

შვილის აღზრდა

ადამიანის უფლებები

არასრულწლოვნების აღზრ...

Degree Name
Master of Law in Private Law
Degree Discipline
კერძო სამართალი
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Tamar AlaniSvili Samagistro.pdf

Description
მშობლების უფლება - მოვალეობანი შვილების აღზრდაში
Size

912.99 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):34f37f4cf03250ba5109e5e11d5fcd91

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact