Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2508
Title: ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის მიზნები საქართველოში 1980-იან წლებში
Authors: ხატიაშვილი, მარიამ 
Advisor: მეძმარიაშვილი, ელენე 
სიბი, ფილიპ 
Degree Name: PhD in American Studies
ამერიკისმცოდნეობის დოქტორი
Degree Discipline: ამერიკისმცოდნეობა / American Studies
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გაანალიზება
1980-იან წლები
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The doctoral dissertation aims to analyze the U.S. public diplomacy objectives in Ge-orgia in the 1980s.
The research goals include the exploration of the issues of the U.S. public diplomacy and national security in the 1980s, examination of the U.S. public diplomacy objectives toward the Soviet Union, specifically, toward Georgia and evaluation of Russia’s vision of American soft power in Georgia after the Russo-Georgian War of 2008. Based on the U.S. public diplomacy lessons from the 1980s, this dissertation supports recommendations to modern Georgia’s foreign policy regarding countering Russia’s soft power.
The research data in this dissertation is mainly drawn from the primary sources – inc-luding but not limited to the archival documents, reports, and interviews – and secondary sources – works of American public diplomacy scholars, including monographs and articles.
The research is interdisciplinary, as it covers the fields from the humanities, social and political sciences. Hence the research methodology is based on the combination of qualitative and quantitative methods from these fields.
The dissertation analyzes the 1980s’ U.S. public diplomacy and national security issues; explores the 1980s’ U.S. public diplomacy objectives in the Soviet Union, specifically, in Georgia; evaluates Russia’s vision of American soft power in Georgia after the Russo-Georgian War of 2008 and supports recommendations to modern Georgia’s foreign policy...

სადოქტორო დისერტაციის კვლევის ობიექტს წარმოადგენს 1980-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის მიზნები საქართველოში.
კვლევის მთავარი ამოცანებია: 1980-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გაანალიზება; 1980-იან წლებში შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის მიზნების გარკვევა საბჭოთა კავშირისა და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ; ამერიკული რბილი ძალის რუსეთისეული ხედვის შეფასება და ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის გამოცდილების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის რუსეთის რბილ ძალასთან დაპირისპირების კონტექსტში.
კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად ეფუძნება პირველად წყაროებს, მათ შორის, საარქივო დოკუმენტებს, სოციოლოგიური კვლევის ანგარიშებს, ინტერვიუებს; ასევე სახალხო დიპლომატიის ამერიკელი მკვლევრების ნაშრომებს, კერძოდ, მონოგრაფიებს, სტატიებსა და სხვა ხასიათის ნაშრომებს.
აღნიშნული კვლევა ინტერდისციპლინურია. იგი აერთიანებს ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგს. კვლევის მეთოდოლოგიური ბაზა ეფუძნება ამ მეცნიერებებში აპრობირებულ სხვადასხვა – როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის – მეთოდს.
ნაშრომში განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები 1980-იან წლებში, შესწავლილია 1980-იანი წლების საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის მიზნები, გაანალიზებულია ამერიკული რბილი ძალის რუსეთისეული ხედვა საქართველოში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ და შემუშავებულია რეკომენდაციები თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის რუსეთის რბილი ძალის უკუგდების კონტექსტში...
URI: https://openscience.ge/handle/1/2508
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Khatiashvili Disertatsia.pdfამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის მიზნები საქართველოში 1980-იან წლებში1.49 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

272
checked on Apr 18, 2024

Download(s)

120
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.