Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2504
Title: დნესტრისპირეთის კონფლიქტი
Authors: შამუგია, ვახტანგ 
Advisor: პაპასქირი, თეიმურაზ 
Degree Name: PhD in History
ისტორიის დოქტორი
Degree Discipline: ისტორია / PhD Programme in History
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დნესტრისპირეთის ისტორია
დნესტრისპირელი მებრძოლები აფხაზეთში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომი ეხება მოლდოვაში 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას. მასში დეტალურადაა მიმოხილული ის სოციალურ-პოლიტიკური და ისტორიული გარემოებები, რომლებმაც არსებული რეალობა შექმნა. იგი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისათვის, რადგანაც ჩვენს ქვეყანასაც ანალოგიური პრობლემა აქვს ორი სეპარატისტული რეგიონის სახით. სამწუხაროდ, დნესტრისპირეთის, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სხვა დანარჩენი კონფლიქტები, საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი, შესაბამისად, ქართულენოვან აუდიტორიას სრული ინფორმაცია არ გააჩნია. აღნიშნული ნაშრომი აძლევს ქართულენოვან მკვლევარს საშუალებას გაეცნოს დნესტრისპირეთის კონფლიქტს, მის პრეესკალაციურ პროცესებს, ე.წ. „მესამე ძალის“ როლს ამ დაპირისპირების გაღვივებაში, შეადაროს იგი იმავე პერიოდში საქართველოში მიმდინარე დრამატულ პროცესებს, იპოვოს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ამ მოვლენებს შორის და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომში მრავლადაა დნესტრისპირეთისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციები. მათთან ჩაწერილმა სიღრმისეულმა ინტერვიუებმა ბევრ მეტად საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. ქართული საზოგადოებისათვის ალბათ განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ დნესტრისპირელების მონაყოლი, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში ომობდნენ, როგორ და რატომ ჩამოვიდნენ აქ აფხაზი სეპარატისტების მხარეს საქართველოს წინააღმდეგ საომრად და რა როლი ითამაშეს კონფლიქტის მსვლელობაში. ნაშრომში მოყვანილია მათი პატაკის ტექსტებიც, სადაც დეტალურად არის აღწერილი მათ მიერ განხორციელებული საბრძოლო მოქმედებები. სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა მოვლენების უშუალო მონაწილე რესპოდენტთა სიღრმისეული ინტერვიუირების მეთოდი, დოკუმენტური წყაროების კრიტიკული ანალიზის მეთოდი, იმდროინდელი მედიასაშუალებების მიერ მომზადებული სიუჟეტებისა თუ სტატიების, აგრეთვე საკითხზე მომუშავე ექსპერტთა შეხედულებების ანალიზი. ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოქვეყნდა ოფიციალური შეთანხმებების, ბრძანებების, ხელშეკრულებებისა თუ კანონპროექტების ტექსტები.
აღნიშნული ნაშრომი კონფლიქტური რეგიონის ისტორიით, იქ არსებული რეალობითა და ამ რეალობის განმაპირობებელი გარემოებებით დაინტერესებული ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო და ინფორმატიულია. მასში საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ ზოგიერთ შეკითხვასაც გაეცა პასუხი. ნაშრომში საუბარია მხარეთა მიერ დაშვებულ III
შეცდომებზე, მშვიდობის ძიების გზებსა და იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რომელსაც ე.წ. „მესამე ძალა“ ქმნის. სამწუხაროდ, მოლდოვური რეალობის ზოგიერთი მომენტი ჩვენთვისაც რელევანტურია და ამიტომაც საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვათა მაგალითებისა და შეცდომების შესწავლა-გაანალიზების შემდეგ იქნას მიღებული. ეს ჩვენი ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

Ph.D. thesis covers the conflict which had place in Moldova in 1990s. It provides a detailed
overview of social-political and historical events, which resulted in the present reality. It is important
and relevant for Georgian society too, as our country has same problem with her breakaway regions.
Unfortunately, Transnistrian conflict, as well as other conflicts in post-Soviet space, is less studied in
Georgia. Therefore, Georgians are not well informed about it. The presented work gives the Georgian-
language audience an opportunity to get acquainted with the Transnistrian conflict, its pre-escalation
processes, the role of so-called “third force” in fuelling up the confrontation; to compare it with
the events happening in Georgia at that time; to find similarities and distinctions among them, and
draw relevant conclusions.
It should be noted that thesis contains a lot of important information given by ex-combatants
of Transnistrian and Georgian-Abkhazian wars. Interviews with them provided to us answers to many
interesting questions. The special interest for the Georgian society will have the stories of Transnistrians,
who were fighting in Abkhazia during 1992-1993 against Georgia. Why did they do this
and what was their role in this conflict? There are transcripts of their military reports, where they
cover in details their military activities in Abkhazia.
The following methods are used in Ph.D. thesis: method of interviewing of participants of that
dramatic events; critical analysis of documentary sources, articles, TV reports of that period, and the
views of experts, who are working on the topic. There were translated and published to Georgian the
texts of official agreements, treaties, executive orders, and laws.
This work is very useful and informative for Georgian researchers interested in history and
present reality of the conflict region. It also contains answers on some questions from recent history
of Georgia. There are parts dedicated to the mistakes made by the conflicting parties; to the peace
building process, and to the obstructing circumstances created by the “third party”. Unfortunately,
some moments of Moldovan reality are relevant for Georgia as well. That is why we need to make
decisions after studying and analyzing the mistakes and examples of the other conflicts. That was the
main goal of this Ph.D. thesis.
URI: https://openscience.ge/handle/1/2504
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Shamugia Disertatsia.pdfდნესტრისპირეთის კონფლიქტი1.33 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

242
checked on Oct 2, 2024

Download(s)

381
checked on Oct 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.