Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2492
Title: მოდა როგორც სოციალურ-კულტურული მოვლენა პოსტსაბჭოთა საქართველოში
Authors: მგალობლიშვილი, ნინო 
Advisor: კაკიტელაშვილი, ქეთევან 
Degree Name: PhD in Cultural Studies
კულტურის კვლევების დოქტორი
Degree Discipline: კულტურის კვლევები / Cultural Studies
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: მოდის თეორია
საბჭოთა მოდა
პოსტსაბჭოთა მოდა
ვესტიმენტარული მოდა
ტანსაცმლის მომხმარებლობა და სტილები
მოდის ლიბერელიზაცია
სთრითსტაილი
გენდერული დისკურსი ტანსაცმელში
ქართული ფეშნ-ბიზნესი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
საერთაშორისო მეცნიერულ-კვლევით სივრცეში ტანსაცმლის მოდის ფენომენზე ბევრი გამოკვლევა არსებობს. მიუხედავად ამისა, მრავალრიცხოვანი კვლევები ვერ უზრუნველყოფენ კონცეპტუალურ მთლიანობას მოდის გააზრებაში. არ არის საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლოგია და ძირითადი მიდგომები ამ ფენომენის გამოსაკვლევად. მეცნიერების განვითარება კი მოითხოვს ახალი მიდგომის მოძიებას. ეს გარემოება გვათავისუფლებს შებოჭილი მეთოდოლოგიური პირობებისაგან, გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ პრობლემის ლოგიკური გააზრების საკუთარი გზა, რომელიც ესადაგება კვლევის საგნისა და დასმული ამოცანის სირთულეს და მრავალმხრივობას.
ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოდა, როგორც რთული მრავალასპექტიანი მოვლენა, დღემდე არ არის თეორიულად შესწავლილი. არ არსებობს ამ საკითხების ამსახველი ინფორმაციული ბაზაც.
გამოკვლევაში წარმოდგენილია მოდის, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის, ანალიზის და თეორიულად გააზრების პირველი ცდა. ტანსაცმლის მაგალითი გამოყენებულია როგორც სამოსის ენის შესაძლებლობები იდენტობის, ვიზუალური რეპრეზენტაციის, ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში. ყურადღება გამახვილებულია ქართული პოსტსაბჭოთა მოდის არა საწარმოო, ინსტიტუციურ ან მედიურ ასპექტებზე, არამედ მისი მოხმარების სფეროში კონკრეტული კულტურული პრაქტიკის აზრობრივი ინტერპრეტირების თავისებურებებზე (ტანსაცმლის მოხმარების კულტურა, ტანსაცმლის სტილები, გენდერული კოდები ტანსაცმელში, სუბკულტურული სტილები, მოდის მენეჯმენტის დინამიკა საბაზრო ეკონომიკის პირობებში).
კვლევაში განვიხილავთ ტანსაცმელს როგორც მრავალნიშნა ფენომენს, ნიშნების სისტემას. ჯენიფერ დიკინსონის ,,სემიოტიკური ტვირთის” (“Semiotic baggage”) კონცეფციამ მოგვცა საშუალება დავაკვირდეთ პოსტსაბჭოთა მოდური ნიშნის ცვლილებებს საბჭოთა საზოგადოებიდან თანამედროვე საზოგადოებისაკენ გადასვლის პროცესში. ტანსაცმლის მოხმარების სტილის და პრაქტიკის ანალიზისათვის გამოვიყენეთ დაკვირვების მეთოდი თბილისის ქუჩებში. ნაშრომის პრიორიტეტული მეთოდებია სოციალურ-კულტურული და გენდერული მიდგომები.
სრულყოფილი წარმოდგენისათვის ქართულ მოდურ პროცესზე მივმართეთ ქართული მოდის რეტროსპექტივას საბჭოთა მოდის დისკურსის კონტექსტში. დასკვნა: ქართული საბჭოთა მოდა იქმნებოდა მკაცრი რეგლამენტირებისა და უძრაობის პერიოდში, მაგრამ მისი ერთმნიშვნელოვანი უარყოფა არამართლზომიერია, რადგან არსებობდა მისი ესთეტიკური და მომხმარებლური კულტურის სპეციფიკა.
ფოტომასალაზე და მოგონებებზე დაყრდნობით ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვავლინეთ 1990–იანი წლების ტანსაცმლის ზოგიერთი მახასიათებლები, რომლებიც გვახსენებენ მომხმარებლობის საბჭოთა კულტურას. ესენია ეკლექტიკა (ჰიბრიდულობა), შეუმჩნევლობა, ჰერმეტულობა, საზეიმო სტილი ,,გაპრანჭულობა’’.
კვლევაში ყურადღებას ვამახვილებთ საქართველოში გავრცელებულ სტილზე ქაჟუალი (Casual). თანამედროვე ქართული მოდა, განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ტანსაცმლის სტილების მრავალფეროვნების გამო. მაგრამ, ჩვენი დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად უარყოფილია საბჭოური ერთნაირობა და უფერულ უღიმღამობა, ქართველებმა ჯერ ვერ მიაღწიეს ინდივიდუალიზაციას ტანსაცმელში, ასევე იმ სტადიას, რომელიც შეიცავს ევროპულ ,,ტოტალურ Casual“-ს. ვფიქრობთ, ტანსაცმლის მომხმარებლები საქართველოში იმყოფებიან შუალედურ სტადიაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია “ტანსაცმლის დიფერენცირებული სტილები”-ს ჩამოყალიბება.
კვლევაში ასევე გამახვილებულია ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სუბკულტურული ვესტიმენტარული კანონის და მაღალი მოდის ურთიერთმოქმედება, ჯგუფური ნიშნური კოდის ადაპტირება ქართული მასობრივი მოხმარების სფეროში. აღვნიშნავთ, რომ ახალგაზრდების მიერ ტანსაცმლის მოხმარება ეფუძნება სუბკულტურული მიმართულების არა აუთენტურ ,,მოდელებს’’, არამედ მათ ,,ასლებს’’. ანუ, დიზაინერთა იმ პროდუქციას, სადაც ჯგუფური ნიშნური საპროტესტო კოდები უკვე გარდაიქმნენ სტილისტიკურად მრავალრიცხოვან რეპრეზენტაციებად, ,,ცარიელი’’ ნიშნების თამაშად და ახლა ოდნავ გვაგონებენ პირველწყაროს...
URI: https://openscience.ge/handle/1/2492
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mgaloblishvili Disertatsia.pdfმოდა როგორც სოციალურ-კულტურული მოვლენა პოსტსაბჭოთა საქართველოში2.15 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

186
checked on Feb 4, 2023

Download(s)

68
checked on Feb 4, 2023

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.